BMW-ს ლოგო: მოძრავი პროპელერი თუ ბავარიის დროშა?
2020 წლის მარტში BMW-მ ახალი ლოგო წარმოადგინა, რომელიც იმ ძველის მინიმალისტური ვერსია იყო, რომლითაც კომპანია 1997 წლიდან სარგებლობდა. ახალი დიზაინი ძველი 3D ეფექტებისგან და ჩრდილებისგან თავისუფალია. თუმცა, მისი ფესვები სათავეს მაინც 1917 წლიდან იღებს. ამ ლოგოს წარმოშობაზე ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს.
ბავარიის გადაკეთებული დროშა, თუ მოძრავი პროპელერი?
სწორი პასუხი: ბავარიის გადაკეთებული დროშა
მბრუნავი პროპელერის მითი 1929 წელს გაჩნდა, როცა BMW-ს რეკლამაში თვითმფრინავი გამოჩნდა, რომლის პროპელერზეც ლოგო იყო გამოსახული.
რეკლამის მიზანი თვითმფრინავის ახალი ძრავის პოპულარიზაცია იყო. ეს ძრავა კომპანიამ Pratt & Whitney-სთვის ააწყო. BMW-ს ლოგო პროპელერზე ორი მიზეზით მოხვდა: 1) თვალისთვის სასიამოვნო იყო და 2) „ახალგაზრდა კომპანიის სარეკლამო სურათს უხდებოდა, რადგან ის ხაზს კომპანიის ფესვებზე უსვამდა ხაზს, რომლებიც თვითმფრინავების მშენებლობასთან არის დაკავშირებული“.
რა თქმა უნდა, BMW-ს ამ ჭორების უარსაყოფად თავი არ შეუწუხებია. მან ეს ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა, როცა 1942 წლის კომპანიის ჟურნალში მბრუნავ პროპელერზე გამოსახული ლოგო კიდევ ერთხელ გამოაჩინა.
„დიდი ხნის განმავლობაში BMW-ს თითქმის არც კი უცდია, რომ პროპელერის მითი გაექარვებინა. ეს ინტერპრეტაცია 90 წლის განმავლობაში საკმაოდ გავრცელებული აზრი იყო. ამასობაში ეს მითი სინამდვილეს დაემსგავსა“. - ამბობს BMW Group Classic-ის არქივის დირექტორი.
სინამდვილეში საიდან გაჩნდა BMW-ს ლოგო?
1910-იან წლებში ლოგოს იმდენად დიდი ყურადღება არ ექცეოდა. ფაქტობრივად, BMW-ს სახელი რეკლამებში ლოგოს გარეშე გამოჩნდა.
სინამდვილეში BMW-ს ლოგო Rapp Motorenwerke-ს ლოგოთი არის შთაგონებული. შთაგონებაში კი იგულისხმება, რომ RAPP-ის ლოგოდან პირდაპირ აიღეს შავი რგოლი, რომელშიც კომპანიის სახელი წერია. წრე ოთხი მართკუთხედით, ორი ლურჯით და ორი თეთრით შეავსეს. ბავარიის დროშის ფერებში, რადგან კომპანიის სათავო ოფისი სწორედ მიუნხენში მდებარეობს.
თუმცა, BMW-ს ლოგოზე ფერები რევერსულადაა წარმოდგენილი. ეს სავაჭრო მარკაზე ადგილობრივი კანონის ბრალია, რომელიც კომერციული მიზნით სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავდა.
როგორც ცნობილია, რომ BMW-ს ლოგო რეალურ ცხოვრებაში პირველად 1923 წელს BMW-ს პირველი მოტოციკლის R 32-ის საწვავის ავზზე გამოჩნდა.