საინტერესო, სასარგებლო ინფო, რჩევები
Aa
Aa

რა ემართება ძრავას, როდესაც ჰაერის ფილტრი ძრავში გაუფილტრავ ჰაერს უშვებს?

ჰაერის ფილტრი ძრავას ჭუჭყისა და არასასურველი ნაწილაკების მოხვედრისგან იცავს. ჰაერის ფილტრების უმეტესობა სინთეთიკური ფიბერისა და სპეციალური ქაღალდის კომბინაციით არის დამზადებული, რაც საზიანო ნივთიერებებს აკავებს. ფუნქიონალური ჰაერის ფილტრის გარეშე ჭუჭყი და ჰაერში არსებული ნაწილაკები ძრავაში შეაღწევს, რასაც შესაძლოა საკმაოდ ხარჯიანი შედეგები მოჰყვეს.

ჰაერის ფილტრის მუშაობა

ჰაერის ფილტრების უმეტესობა 5-დან 6 მიკრონამდე საგნებს აკავებს. გარდა ამისა, ფილტრი ძრავს 80-დან 90%-მდე არსებულ რამდენიმე მიკრონის ზომის ნივთიერებების მოხვედრისგანაც იცავს. ასევე, არსებობს უფრო მაღალი ხარისხის ფილტრებიც, რომელთა ეფექტიანობაც 99%-ს აღწევს.

რა ემართება ძრავას, როდესაც მისი ფილტრი არ ფუნქციონირებს?

ფილტრის არასწორმა ან არასწორი ფილტრის დამონტაჟებამ შესაძლოა ძრავაში არასასურველი ნაწილაკები და ნივთიერება შეუშვას. როდესაც ძრავში ჰაერის შემშვები სრულად დაფარული არაა, მაშინ შესაძლოა ძრავა სრულად დაზიანდეს.

ტურბინის დაზიანება


ჰაერის ფილტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურბინიანი ძრავებისთვის. წარმადობის გასაძლიერებლად ტურბინა ძრავაში ჰაერს წნევით უშვებს. მისი ერთი მხარე, ძრავის ჰაერის შემშვებთან არის დაკავშირებული. ფუნქციონირებადი ჰაერის ფილტრის გარეშე, ჭუჭყი და სხვა ნაწილაკები ტურბინაში მოხვდება, რაც მის სრულად დაზიანებას გამოიწვევს. ეს ყველაფერი არ გახლავთ - სავსებით შესაძლებელია, რომ მეტალის ნაწილი ძრავაში მოხვდეს და სისტემაში ცირკულაცია დაიწყოს. ამ შემთხვევაში ძრავა სრულად დაზიანდება.

ძრავის შიდა დაზიანება


დგუშების მოძრაობასთან ერთად, ძრავაში ჰაერი იწოვება. ეს აგრეგატში ჰაერის ნაკადის შედინების დროს ხდება. არასწორად დამონტაჟებული ფილტრის შემთხვევაში ჭუჭყი ძრავის ისეთ შიდა დეტალებს დააზიანებს, როგორიც სარქველები, დგუშები და ცილინდრის კედლებია. შედეგად თქვენ ზეთის გაზრდილ მოხმარებას, წარმადობის შემცირებას და საბოლოოდ ძრავის მწყობრიდან გამოსვლას მიიღებთ.

საუკეთესო გამოსავალი თქვენი ძრავის ჭუჭყისა და არასასურველი ნაწილაკების დაცვისგან

სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ჰაერის ფილტრი ძრავის მოვლის იდეალური საშუალებაა. ყველა ფილტრი ერთნაირი ხარისხის არ გახლავთ. ამიტომ, შეძენამდე ხარისხსა და კონსტრუქციულ სიზუსტეში აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ. მაღალი ხარისხის ჰაერის ფილტრი უფრო მეტ ნაწილაკს აკავებს და ჰაერის შემშვებს უკეთესად ერგება. გარდა ამისა, გაეცანით შეფუთვასა და ოფიციალურ დოკუმენტებში გადმოცემულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

ასევე, უმნიშვნელოვანესი გალხავთ ჰაერის ფილტრის რეგულარული შეცვლა. Premium Guard-ის ფილტრები საუკეტესო ხარისხით გამოირჩევა და მათი 20 000 კმ-ის შუალედის შეცვლის შემთხვევაში თქვენი ძრავა 99%-ით იქნება დაცული.

მსგავსი სიახლეები