Aa Aa
8 ივლისი 2021  |  12:07

V8-ძრავიანი Mini Cooper-ის დებიუტი გუდვუდის ფესტივალზე შედგება

ამ პროექტის აწყობას 4 წელი დასჭირდა.

Mini Cooper-ის მართვა ძალიან სახალისოა. რამ შეიძლება Mini უკეთესად აქციოს? რას იტყვით კაპოტის ქვეშ V8 ძრავაზე და უკანაწამყვან კონფიგურაციაზე? 

Powerflex-ის პროექტიც სწორედ ესაა. დაკიდების სისტემის ბრიტანელმა სპეციალისტმა Vini წარმოგვიდგინა. ის Powerflex V8 Mini-ა. მისი დებიუტი 2021 წლის გუდვუდის ფესტივალზე უნდა შედგეს. ამ გიჟური პროექტის დასრულებას 4 წელი დასჭირდა.  

Vini-ს BMW-ს S65, 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 414 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის F80 თაობის M3-დანაა.  V-ფორმის ძრავის და DCT-ს Mini-ში მოთავსება მარტივი საქმე არ უნდა იყოს.

ძრავა და უკანა დიფერეციალი Subaru Impreza STI-ს ქვეჩარჩოებზე ზის. პოლიურეთანის მილებითაა დამაგრებული.  

მოდიფიკაციები ისე განხორციელდა, რომ Mini Cooper-ის ექსტერიერი თითქმის არ შეცვლილა. თაღის საფართოებელი პანელები უფრო ფართოა და ემბლემაც შეცვლილია. ახლა მასზე Vini წერია.

ინტერიერი ნახვა კი ფოტოებშიც შეიძლება. V8-ძრავიანი, მოკლე თვლების ბაზიანი ჰეჩბექი 1300 კილოგრამს იწონის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Powerflex-ის პროექტის პრემიერა გუდვუდის ფესტივალზე შედგება, რომელიც 8-11 ივლისს გაიმართება.

გაზიარება: