V8-ძრავიანი Mini Cooper-ის დებიუტი გუდვუდის ფესტივალზე შედგება
ამ პროექტის აწყობას 4 წელი დასჭირდა.
Mini Cooper-ის მართვა ძალიან სახალისოა. რამ შეიძლება Mini უკეთესად აქციოს? რას იტყვით კაპოტის ქვეშ V8 ძრავაზე და უკანაწამყვან კონფიგურაციაზე?
Powerflex-ის პროექტიც სწორედ ესაა. დაკიდების სისტემის ბრიტანელმა სპეციალისტმა Vini წარმოგვიდგინა. ის Powerflex V8 Mini-ა. მისი დებიუტი 2021 წლის გუდვუდის ფესტივალზე უნდა შედგეს. ამ გიჟური პროექტის დასრულებას 4 წელი დასჭირდა.
Vini-ს BMW-ს S65, 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 414 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის F80 თაობის M3-დანაა. V-ფორმის ძრავის და DCT-ს Mini-ში მოთავსება მარტივი საქმე არ უნდა იყოს.
ძრავა და უკანა დიფერეციალი Subaru Impreza STI-ს ქვეჩარჩოებზე ზის. პოლიურეთანის მილებითაა დამაგრებული.
მოდიფიკაციები ისე განხორციელდა, რომ Mini Cooper-ის ექსტერიერი თითქმის არ შეცვლილა. თაღის საფართოებელი პანელები უფრო ფართოა და ემბლემაც შეცვლილია. ახლა მასზე Vini წერია.
ინტერიერი ნახვა კი ფოტოებშიც შეიძლება. V8-ძრავიანი, მოკლე თვლების ბაზიანი ჰეჩბექი 1300 კილოგრამს იწონის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Powerflex-ის პროექტის პრემიერა გუდვუდის ფესტივალზე შედგება, რომელიც 8-11 ივლისს გაიმართება.