Aa
Aa

ახალი BMW M4 მაქსიმალური სიჩქარის მიღწევისას აგრესიულ ხმებს გამოსცემს

სიჩქარის ელექტრონული შეზღუზდვის ნიშნულამდე ეს მანქანა თავისუფლად მიდის.

AutoTopNL-ის YouTube-ის არხზე ახალი BMW M4 Competition-ი გამოჩნდა. მოდელი, მისი სრული შესაძლებლობების გამოსავლენად, შეუზღუდავი სიჩქარის ავტობანზე გამოსცადეს. ვიდეოში წარმოდგენილი ახალი M4 Sao Paulo-ს ფერშია შეღებელი და ის საოცრად გამოიყურება.

მათთვის, ვინც არ იცის, კიდევ ერთხელ დავწერთ, რომ M4 Competition-ი 503 ცხენის ძალასა და 650 ნიუტონ მეტრს უყრის თავს. აღნიშნული სიმძლავრე 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ძრავისგან გამომუშავდება. BMW ამტკიცებს, რომ ამ ვერიას 100კმ/სთ-ის განვითარება 3,8 წამში შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე, M Driver-ის პაკეტის შემთხვევაში 290კმ/სთ-მდეა შეზღუდული. საბაზისო M4-ში სიჩქარის შეზღუდვა 250კმ/სთ-ზეა დაყენებული.

Competition-ის შეძენა მხოლოდ 8-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფითაა შესაძლებელი. წარმოების პირველ ეტაპზე მოდელი უკანა წამყვანია, მოგვიანებით კი სრულ ამძრავ მოდელსაც ვიხილავთ. აღნიშნული სისტემა ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც M5-ში მუშაობს.

ვიდეოში მძღოლი M4 Competition-ში ჯდება და ისეთ სიჩქარეს მყისიერად აღწევს, რა სიჩქარის განვითარებისთვისაც აშშ-ში ადამიანს ციხეში ჩასვამდნენ. თავდაპირველად, ავტომობილმა 274კმ/სთ დააფიქსირა, მაგრამ მოძრაობის შეზღუდვის გამო სიჩქარემ მალე დაბლა დაიწია.

ვიდეოს ბოლოსკენ უკვე კი ვხედავთ, რომ M4-ის მაჩვენებელთა დაფაზე 295კმ/სთ-ია გამოსახული. ტექნიკურად ეს სიჩქარის ლიმიტს აჭარბებს, მაგრამ GPS-ის სისტემამ 290კმ/სთ აჩვენა.

მსგავსი სიახლეები