VW შიგაწვის ძრავების წარმოებიდან ამოღებას არ აპირებს
Aa
Aa

VW შიგაწვის ძრავების წარმოებიდან ამოღებას არ აპირებს

სინთეტიკურმა საწვავმა შესაძლოა შიგაწვის ძრავებს ახალი სიცოცხლე აჩუქოს.

Volkswagen Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია. მათ იმის ფუფუნება აქვთ, რომ ელექტრიფიკაციაში დიდი ფული ჩადონ ისე, რომ შიგაწვის ძრავების მეორე პლანზე გადაწევა არ მოუწიოთ. მათი ბენზინის ძრავები დღეს ისეთი ეფექტურია, როგორც არასდროს. დიზელის ძრავები, რომლებიც ხშირად კრიტიკას და ჯარიმებს იღებს, დღეს იმდენად სუფთაა, რამდენადაც ტექნოლოგია ამის საშუალებას იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ავტომწარმოებლის აზრით, ტრადიციული ტიპის ძრავების აღსასრული ახლოვდება, ვოლფსბურგში ასე არ ფიქრობენ. ტექნიკური დირექტორის მათიას რაბეს განცხადებით, ტრადიციული ძრავები იმაზე დიდ ხანს გასტანს, ვიდრე ბევრს ჰგონია.

- „სინთეტიკური საწვავი ჯერ წარმოებაში იმდენად გავრცელებული არაა, რამდენადაც საჭიროა. E-fuel-ში ფულის დაბანდება აზრს მოკლებული არაა, რადგან EV-ს შესაძლებლობები ასე თუ ისე შეზღუდულია. თვითმფრინავები, რომ სრულიად ელექტრო იყოს, ატლანტიკასაც კი ვერ გადაკვეთდა. ჩვენ ეკოლოგიას სერიოზულად ვეკიდებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიგაწვის ძრავები უნდა გაქრეს“.- ამბობს ის. 

მიუხედავად იმისა, რომ მომავალში EV ძრავა პრიორიტეტი იქნება, ინვესტიცია ბენზინისა და დიზელის ძრავებში კვლავ ჩაიდება. ასევე მათი რამდენიმე მოდელი Golf TGI, Skoda Octavia G-TEC-ი, Audi A3/A4 G-Tron-ი და SEAT Leon TGI კომპრესირებულ ბუნებრივ აირზეც შეძლებს მუშაობას. რაც შეეხება „აუდის“, e-fuels-ს 2013 წლიდან ავითარებდა და ახლა სინთეთიკურ ელექტრო- ბენზინსა და ელექტრო დიზელზე მუშაობს, იმის დასამტკიცებლად, რომ CO2 -ის გამოყოფის შემცირების სხვა გზაც არსებობს.

BMW-ც დარწმუნებულია, რომ შიგაწვის ძრავების დრო ჯერ არ გასულა. დაბალი მოთხოვნის ან დიდი ხარჯების მქონე ძრავები ნელ-ნელა გაქრება. თუმცა, დიზელის ძრავების კიდევ 20 წელს,  ხოლო ბენზინის ძრავების კიდევ მინიმუმ 30 წელს წარმოებას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები