2022 წლის Mercedes-AMG SL-ის ინტერიერი 2+2 განლაგებითა და ტყავის დეტალებით გამოჩნდა
Aa
Aa

2022 წლის Mercedes-AMG SL-ის ინტერიერი 2+2 განლაგებითა და ტყავის დეტალებით გამოჩნდა

საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი ადაპტირებადია.

სივრცე როდსტერში იშვიათობა და დიდი ფუფუნებაა. AMG SL63 ამ სივრცეს საუკეთესოდ იყენებს. 2-კარიანი ავტომობილი თავის სალონს გვიჩვენებს. ექსტერიერი კი ჯერ არ გვინახავს. სალონი კი უნაკლოა. ძველი მონაცემთა დაფა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა, ახლით შეცვალეს და მას ფრთის ფორმა აქვს.

ახალი სიმეტრიული დიზაინი მხოლოდ დასაწყისია. პირველად, 1989 წლის R129 მოდელის შემდეგ, SL-ი 2+2 განლაგებით დაბრუნდა. ეს ავტომობილს გამოყენებისთვის უფრო პრაქტიკულს ხდის, თუმცა, უკანა სავარძლებზე დაჯდომა ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის ტანჯვა იქნება.

სალონის ცენტრში დიდი საინფორმაციო-გასართობი სისტემაა. ის S-Class-ის იდენტურია. ეკრანი ვერტიკალურად უფრო მეტად იხრება და მხის სხივების ასარიდებლად უფრო მოქნილია.

LCD ეკრანი 12.3-ინჩიანი მონაცემთა დაფაა. სალონში ყავის მეტი დეტალია გამოყენებული. მონაცემთა დაფის, სენსორული ეკრანის და ცენტრალური კონსოლის გარშემო ტყავია. ეს SL უახლესი თაობის Mercedes-Benz User Experience (MBUX) პროგრამითაა აღჭურვილი.

Mercedes-მა ჯერ მხოლოდ ინტერიერი გვიჩვენა. ექსტერიერს კი საიდუმლოდ ინახავს. პაპარაცული ფოტოებიდან კი ჩანს, რომ ახალი SL რბილსახურავიანი იქნება. Mercedes-ი რამდენიმე ვერსიასაც შემოგვთავაზებს. საბაზისო მოდელი უკანაწამყვანი SL 43 იქნება. ყველაზე ძლიერი ვარიანტი კი ტვინ ტურბოდაბერვიანი 4.0-ლიტრიანი V8 ფლაგ ინ ჰიბრიდი უნდა იყოს, რომელიც 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები