Aa
Aa

50 000 Chevy Bolt-ის EV-ი გაიწვიეს: მფლობელებს ავტომობილების ფარეხებისგან და სახლებისგან მოშორებით გაჩერება ურჩიეს

2017-2019 წლებში გამოშვებულ 50 000-ზე მეტ Bolt-ის ელექტრო ბატერეებს ცეცხლის გაჩენის რისკი აქვს.

Chevrolet-ი LG Chem-ის ბატარეებით აღჭურვილ 50 000-ზე მეტ Bolt-ის ელექტრომობილს უკან გაიწვევს. არსებობს რისკი, რომ მაღალი ძაბვის ბატარეებს, რომლებიც მგზავრის სავარძლის ქვეშაა განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდება. Bolt EV-ს 60-კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონური ბატარეა აქვს.

Jesse Ortega-ს აღმასრულებელი ინჟინერი ზემოთ არსებულ ვიდეოში დეტალურად ხსნის, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა და რა უნდა გააკეთოს მომხარებელმა, სანამ ავტომობილის შეკეთებას ელოდება.

National Highway Traffic Safety Administration-ი, GM-თან ერთად ცეცხლის გაჩენის ხუთი საჩივარის პრობლემას იკვლევს. NHTSA-ს კვლევის მოხსენება მიანიშნებს იმაზეც, რომ სააგენტო 2020 წლის Bolt EV-საც შეისწავლის. ეს ყველაფერი კი ჯამში 77 842 ავტომობილს ეხება. თუმცა, Chevrolet-ი განმარტავს, რომ „2020 წლის Bolt EV-ი ბატარეათა განსხვავებულ დიზაინს იყენებს“.

NHTSA-ს მოხსენების მიხედვით, სამი ავტომობილი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, 2017, 2018 და 2019 წლის მოდელებს განეკუთვნება. „დაზიანება EV-ის ბატარეების განყოფილებიდან მოდის, რომელიც უკანა სავარძლამდე აღწევს. NHTSA-მ ჯამში სულ  ხუთი ასეთი ფაქტი დაადასტურა, აქედან ორში კი არიან დაზარალებულებიც. ერთ-ერთ შემთხვევაში ცეცხლი გავრცელდა და სახლსაც წაეკიდა. გამომდინარე აქედან, სააგენტო Bolt EV-ის მფლობელებს ავტომობილის გაჩერებას სახლისგან მოშორებით ურჩევს.


მსგავსი სიახლეები