2020 წლის Hyundai Sonata Hybrid-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები
Aa
Aa

2020 წლის Hyundai Sonata Hybrid-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები

ახალი ელექტრო სედანი ბაზარზე კარგად აღჭურვილი გამოდის.

ახალი Hyundai Sonata გასულ წელს სეულში ვიხილეთ. საშუალო ზომის სედანისთვის მისმა დიზაინმა და აღჭურვილობამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. წლის დასაწყისში ჩიკაგოს ავტოშოუზე ჩვენ მისი „მწვანე“ ვერსია ვიხილეთ. 2020 Hyundai Sonata Hybrid-ს ბენზინის ვერსიის მსგავსი დიზაინი აქვს, მაგრამ უფრო ძლიერი და ბევრად ეკონომიურია, ვიდრე მისი ბენზინის ვარიანტი.

ამ სტატიაში ჩვენ ამ მანქანის დადებით და უარყოფით მხარეებზე გესაუბრებით.

დადებითი: 

წვა

2020 წლის Hyundai Sonata Hybrid-ი ხელმისაწვდომია სამი სახით: Blue, SEL და Limited. სამივე საკმაოდ ეკონომიურია, თუმცა, საუკეთესო მაჩვენებელი BLUE ვერსიას აქვს. 100 კილომეტრზე 4.7ლ/4.4ლ/4.5ლ (ქალაქი/ ტრასა/ შერეული) საწვავს მოიხმარს. უფრო პატარა დისკები, საბურავები, ნაკლები აღჭურვილობა BLUE მოდელს ეკონომიურობაში ეხმარება. SEL-ისა და Limited-ის წვა არის 100კმ-ზე 5.2ლ/ 4.6ლ/5ლ.

სალონში სივრცე

ზოგიერთი ჰიბრიდის ტვირთის სივრცე ბატარეის ადგილს ეწირება. Sonata-შემთხვევაში ასე არაა. ბენზინის მოდელში და ჰიბრიდში ტვირთისთვის თითქმის თანაბარი სივრცეა. მგზავრებსაც ფეხის და თავს ზემოთ სივრცე საკმარისი აქვთ. ადრე ბატარეა საბარგულის ქვეშ იყო მოთავსებული. ახლა სავარძლებს ქვემოთაა. ამგვარად, ტვირთისთვის სივრცე შენარჩუნდა.

 

მზის პანელი სახურავზე

მზის პანელი სახურავზე ახალი იდეა არაა, თუმცა ხშირადაც ვერ შეხვდებით. Hyundai Sonata Hybrid-ის Limited მოდელს მზის სახურავი მოჰყვება. მზიან დღეს ის დაახლოებით 3.2კმ-ის გავლის საშუალებას მოგცემთ.  შავი ფერის Sonata-ს შემთხვევაში ეს პანელი თითქმის არც ჩანს.

მართვის დინამიკა

მართალია, Sonata საშუალო ზომის სედანია, მაგრამ მას სპორტული ელემენტებიც აქვს. 192 ცხენის ძალით სპორტულ რეჟიმში მართვა საკმაოდ მოსახერხებელია. 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი კარგად რეაგირებს. Hyundai-ს აგრეგატი საკმაოდ ჩუმია.

არაჰიბრიდული დიზაინი

ამ მანქანის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი დიზაინია. ჰიბრიდის ვარიანტში მხოლოდ მცირე ცვლილებაა შეტანილი. უნიკალური ცხაურაც სიახლეა. დისკებიც და უკანა ფრთაც განახლებულია. დისკები იმდენად განსხვავებულია, რომ მათ ადვილად შენიშნავთ. სხვა განახლებების დასანახად კი გამადიდებელი შუშა დაგჭირდებათ. ჰიბრიდს მისი მონათესავე ბენზინის მოდელის სტილი შენარჩუნებული აქვს.

უარყოფითი:

მუხრუჭები

ჰიბრიდები რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემას იყენებს. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი უგრძნობია და ჰიბრიდის მუხრუჭები ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილების. სამწუხაროდ, Sonata-ს მუხრუჭები ძალიან აგრესიულია. მსუბუქი დაჭერითაც კი ძალიან მძიმედ და სწრაფად ამუხრუჭებს. მიჩვევას დრო სჭირდება.

 

პარკირების სენსორები

ყოველთვის, როცა შუქნიშნის წითელ ფერზე ჩერდებით, მანქანის წინა სენსორი, ისე აღიქვამს, თითქოს ავტომობილს რაღაც უახლოვდება. მაშინაც კი, როცა ავტომობილი სრულიად გაჩერებულია. ეს საკმაოდ გამაღიზიანებელია.  

 

ელექტრო მანქანის მოახლოების გამაფრთხილებელი ხმა

იმისთვის, რომ ელექტრო მანქანის მიახლოების შესახებ ფეხით მოსიარულე და ველოსიპედისტები გააფრთხილოს, NHTSA-მ დაბალ სიჩქარეზე სპეციალური სიგნალის არსებობა მოითხოვა. Sonata-ს ჰიბრიდის შემთხვევაში ეს ხმა ზედმეტად მაღალია.

მსგავსი სიახლეები