ეს ხისგან გაკეთებული ციმბირული ხიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდინარის გადამკვეთია
Aa
Aa

ეს ხისგან გაკეთებული ციმბირული ხიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდინარის გადამკვეთია

ბოლო დროს დანგრევის პირას მყოფ ხიდებზე ბევრი იწერება. მათგან ყველაზე გამორჩეული, მისისიპიზე გამავალი Interstate-ის ხიდის უზარმაზარი ბზარი იყო, რომელსაც წლები ვერავინ ამჩნევდა. შემდეგ კი რუსეთში არსებული ეს ხიდი ვიხილეთ, რომელიც საერთოდ სხვა განზომილებაშია.

ციმბირში, მდინარე ვიტიმიზე არსებული ხიდი, 1980-იან წლებში რკინიგზისთვის აშენდა. ახლა კი მას ავტომობილები და მოტოციკლები იყენებენ. ზედაპირი რკინიგზის შპალებისგანაა გაკეთებული და ისეა კუსტარულად მოწყობილი, რომ მასზე ავტომობილით გავლა შესაძლებელი იყოს. მისი სიგანე 1.8 მეტრია, რაც მდინარის გადაკვეთის პროცესს ძალზედ სახიფათოს ქმნის.

აღნიშნული ხიდი 1982 წელს მატარებლისთვის აიგო. გამოუსადეგარი სამშენებლო კონსტრუქციის გამო მატარებლების მოძრაობა გაზაფხულისა და ზამთრის სეზონებზე იზღუდებოდა. შედეგად, ნახევარი მილის მოშორებით ახალი ხიდი ააშენეს. ძველს კი მოსახლეობამ ახალი სიცოცხლე აჩუქა და მას ავტომობილებით გადასაადგილებლად იყენებენ.

Kuandinsky-ს სტრუქტურის მქონე ხიდი ასეთი გამოყენებისთვის არ შექმნილა. ციმბირული კლიმატის გამო ხის ზედაპირი ლპება და ადვილად ტყდება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები მას საკმაოდ ხშირად იყენებენ.

იქამდე, სანამ ხიდი თავიდან ბოლომდე არ ჩამოიშლება, მისი შეცვლა არ იგეგმება. თუ მსგავსი ტიპის ხიდებზე გადასვლით მიღებული ადრენალინის მოჭარბებული დოზის შეგრძნობა გიყვართ, მაშინ კარგი იქნება თუ ვიზიტს სწრაფად დაგეგმავთ. თუმცა, ამ საქმისთვის თქვენ მსუბუქი ავტომობილი უნდა გამოიყენოთ. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!

მსგავსი სიახლეები