The Warlord-ი 250 000$-იანი Ram 1500 TRX 6X6-ა და ის აპოკალიფსისთვის მზადაა
Aa
Aa

The Warlord-ი 250 000$-იანი Ram 1500 TRX 6X6-ა და ის აპოკალიფსისთვის მზადაა

Jeep Wrangler-ის 6x6 გამოსვლის შემდეგ, ფლორიდაში დაფუძნებულმა Apocalypse Manufacturing-მა Warlord-ი გაასაჯაროვა. ეს 2021 წლის Ram 1500 TRX-ის 6-ბორბლიანი ვერსიაა. ფასი 250 000$-დან იწყება, რაც ქარხნულ TRX-ზე 3-ჯერ მეტია.

Warlord-ს დამატებით 6.35 მმ-იანი სისქისგან დამზადებული ძარის დანამატი აქვს. ექვსივე 18-იან დისკზე 37-იანი ტალახის საბურავებია გადაკრული. მყიდველებს 40-იანი საბურავების დაყენება, კორპუსქვეშა LED-ი განათებისა და ღამის ხედვის დამატებაც შეეძლებათ.

ძრავის ხუფის ქვეშ Warlord-ი ქარხნულია, რაც კი ნიშნავს, რომ 6.2 ლიტრიანი კომპრესორიანი ძრავა 702 ცხენის ძალასა და 880 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. აგრეგატი 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირეული. ქარხნული TRX-ი 0-დან 100-მდე 4.5 წამში ჩქარდება, თუმცა Warlord-ი უფრო გვიან აჩქარდება. ამის მიზეზი დამატებითი წონაა.

მათთვის, ვისთვისაც ეს საკმარისი არ იქნება Hennessey TRX-ზე დაფუძნებულ Mammoth 6x6-ის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც 1 200-ცხენისძალიანი Hellephant-ის ძრავით იქნება აღჭურვილი. თუმცა, კომპანია მხოლოდ სამი ასეთი მოდელის აწყობას აპირებს. ფასი კი 500 000$-ით იქნება განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები