VW-ს სკანდალი გრძელდება: სასამართლომ თაღლითობის ფაქტი დაადასტურა
ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Volkswagen Group-მა გამონაბოლქვზე ტესტის გასავლელად დიზელის ავტომობილებს „ჩამხრჩობი მოწყობილობა“ დაუყენა.
„ჩამხრჩობი მოწყობილობა“, რომელიც US Environmental Protection Agency-მ იპოვა, ადგენს, თუ როდის გადის მანქანა შემოწმებას გამონაბოლქვზე და მის კონტროლს იწყებს. მანქანა ტესტში უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე ეს რეალურ პირობებში იქნებოდა.
ავტომობილი ამერიკის შეერთებული შტატების გამონაბოლქვზე ლიმიტს ლაბორატორიის პირობებში არ ცდება, მაგრამ, როცა შემოწმებას არ გადის, დიზელის ძრავის გამოყოფილი აზოტის ოქსიდი დასაშვებზე 40-ჯერ მეტია.
სასამართლო პროცესი Dieselgate სკანდალის შედეგია. ბრიტანეთში Audi-ს, Skoda-სა და SEAT-ის 90 000 მფლობელი დაზარალდა. მფლობელების ადვოკატებმა „ფოლსკვაგენს“ ბრალი თაღლითობაში დასდეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იუსტის უოკსმენის განცხადებით, მოწყობილობა ნამდვილად ჩამხრჩობია.
საქმე იურიდიულ ფირმა Slater and Gordon-ს მიჰყავდა. მათი კლიენტი 70 000 მაქანის დაზარალებული მფლობელი იყო. გუნდის ლიდერის გარეტ პოუპის განცხადებით, სასამართლომ ის დაადასტურა, რაც მისმა კლიენტებმა უკვე დიდი ხანია იცოდნენ და „ფოლკსვაგენი“ უარყოფდა.
VW -ს განცხადებაში ნათქვამია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადგენილა. სასამართლო პროცესი გრძელდება და „ფოლკსვაგენი“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ მანქანის მფლობელების მიმართ პასუხისმგებლობა არ გაგვაჩნია. მყიდველებს ზარალი არ მიყენებიათ. ჩვენს პოზიციას ბოლომდე დავიცავთ. დღევანდელი გადაწყვეტილება არაფერს ცვლის. სასამართლოს გაგრძელებას მოუთმენლად ველით.
აუცილებლად ვიპოვით რაიმეს, რის საფუძველზეც ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“.