1998 წლის იშვიათი Alpina B12 აუქციონზე იყიდება
Aa
Aa

1998 წლის იშვიათი Alpina B12 აუქციონზე იყიდება

იშვიათი Alpina აუქციონზე ყურადღებას ყოველთვის იპყრობს.

Alpina B12 ყველა საინტერესო და ამაღელვებელი მოდელია მათ შორის, რაც 1990-იანებშ ტიუნინგ ატელიეს შეუქმნია. ის იყო პირველი Alpina, რომელსაც V12 ძრავა ჰქონდა. თანაც B12 დღეს საკმაოდ იშვიათია.

ერთ-ერთი მათგანი ახლა კი სოტბის აუქციონზე იყიდება. ამჯერად მისი ფასი  $31,000-ია და დაინტერესებულ პირებს კიდევ ექნებათ ფასის გაზრდის შანსი. 4 აგვისტოს კი აუქციონი დასრულდება.

გამოშვების წელის მიხედვით Alpina B12-ები მეშვიდე ან მერვე სერიაზეა დაფუძნებული. ეს კონკრეტული მოდელი კი E38-ის ბაზაზეა და მხოლოდ 202 ეგზემლარად არსებობს. თვლების გრძელ ბაზაზე მათგან მხოლოდ 59 იყო. ასე რომ, ეს ავტომობილი კიდევ უფრო იშვითია.

კაპოტის ქვეშ, რა თქმა უნდა, M73 V12 ძრავაა. მას მოდიფიცრებული ჰაერის შემწოვი, ცილინდრის საფარი და Mahle-ს დგუშები აქვს.  5.7-ლიტრიანი აგრეგატი 382 ცხენის ძალას და 560ნმ-ს გამოიუმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 5-სიჩქარიანი ავტომატიკაა. სიჩქარეების გადართვა კი საჭიდანაა შესაძლებელი.

B12-ს არც ფუფუნება აკლდა. ტყავით გაფორმებული სალონის გარდა, ადაპტირებადი წინა და უკანა სავარძლები, CD, უკანა სავარძლების საფერფლეები და კლიმატ კონტროლი ჰქონდა.

ეს ავტომობილი მისმა მფლობელმა იაპონიიდან კანადაში შემოიყვანა. საჭე მარცხენა მხარესაა. ოდომეტრი 85,600 კილომეტრს უჩვენებს. თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ეს ავტომობილი კოლექციონერებისთვის კარგი შენაძენი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები