Aa Aa
9 აპრილი 2020  |  15:51

ამაზე თქვენი უსაფრთხოებაა დამოკიდებული: როგორ შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას

ახალი ან ძველი ავტომობილის ყიდვა მისი შემოწმების გარეშე იგივეა, რომ ჩაყვინთო მდინარეში, რომელიც არ იცი რა სიღრმისაა. მანქანის შეძენისას მისი სწორად შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მეტ აზრს იძენს, როცა ავტომობილი, რომლის ყიდვაც გსურთ მეორადია. აქ თქვენ წაიკითხავთ 10 საკითხს, რაც უნდა გაითვალისწინოთ, როცა ავტომობილის ყიდულობთ.

შეამოწმეთ ავტომობილი მის დაძვრამდე

სანამ მძღოლის კარს გააღებთ, შეამოწმეთ ავტომობილი გარედან. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ასპექტებს:

  • საბურავების მდგომარეობა
  • ხომ არ გასდის მას სითხეები
  • ჟანგის ან მანქანის გადაღებვის კვალი

მსგავსი დაზიანებები ავტომობილში უფრო დიდი გაუმართაობის მაჩვენებლებია. თუ რომელიმე მათგანს შეამჩნევთ, მანქანის გამყიდველს მიზეზი ჰკითხეთ. თუ გამყიდველი დაბნეული ჩანს, აგრესიული ან არ აქვს ინფორმაცია საკუთარი მანქანის მდგომარეობის შესახებ, ბევრს ვერაფერს იზამთ. მოძებნეთ სხვა ავტომობილი.

 

შეამოწმეთ სალონი

როცა მანქანაში ჩაჯდებით, პირველი რაც უნდა შეამოწმოთ ისაა, თუ რამდენად მოსახერხებელია ავტომობილის სავარძლები. საკმარისი ადგილია თუ არა ფეხების დასადებად და კარგად წვდებით თუ ვერა საჭესა და პედლებს.

დარწმუნდით, რომ თქვენი ხერხემალი კარგ მდგომარეობაშია. შემდეგ სხვა სავარძლებიც შეამოწმეთ. დაათვალიერეთ აგრეთვე სალონის სხვა ნაწილებიც. აკმაყოფილებს თუ არა ისინი თქვენს მოთხოვნებს.

სანამ მძღოლის სავარძელში ზიხართ, შეამოწმეთ რამდენად სრულყოფილად ფუნქციონირებს სისტემები. კონდიციონერიდან დაწყებული ელექტრონული სისტემის პატარა ღილაკებით დამთავრებული.

დაიმახსოვრეთ ყველა ფუნქცია, რომელიც არ მუშაობს. ეს ფასზე შეკამათების საშუალებას მოგცემთ. გააღეთ ყველა კარი, ლიუკი და საბარგული. შეამოწმეთ საკეტები.

მანქანის დაძვრა

ავტომობილის დაძვრასთან ერთად ყური დაუგდეთ ყველა უჩვეულო ხმას. რამდენჯერმე გამორთეთ და ჩართეთ ძრავა იმისთვის, რომ კარგად დარწმუნდეთ მის გამართულობაში.

ატარეთ ავტომობილი

ტარების დროს რამდენიმე ფაქტორია, რასაც ყურადღება სჭირდება:

  • შეამოწმეთ, როგორ მუშაობს ძრავა. მოუსმინეთ ხმებს. იარეთ ნელაც და სწრაფადაც. შეამოწმეთ ავტომობილიდან გამონაბოლქვი.
  • დააკვირდით, როგორ გადადის სიჩქარეებში, როგორ იქცევა მანქანა, როცა ის სიჩქარის ლიმიტს აღწევს. დარწმუნდით, რომ ის ჩუმია და სიჩქარეებშიც ადვილად გადადის. შედით მოსახვევებში და შეამოწმეთ მოხვევისას უფრო მძიმდება თუ არა საჭე. მუდმივად აკონტროლეთ ძრავის ტემპერატურა. თუ ავტომობილს აქვს კრუიზ კონტროლი, შეამოწმეთ მუშაობს თუ არა.
  • წაიყვანეთ მანქანა იქ, სადაც ნაკლები მოძრაობაა. გაუშვით ხელი საჭეს. თუ ის გვერდზე მიდის ეს ბორბლების პრობლემა უნდა იყოს. შეამოწმეთ აქვს თუ არა ავტომობილს ვიბრაცია. ვიბრაცია შესაძლოა არათანაბრად დაბერილი საბურავების ბრალი იყოს. თუ მუხრუჭზე დაჭერისას ვიბრაციას გრძნობთ, დარწმუნდით, რომ მუხრუჭები არაა გაცვეთილი.
  • შეამოწმეთ ავტომობილის მობრუნების რადიუსი. დაბალ სიჩქარეზე საჭე ერთი მიმართულებით ატრიალეთ. ყველა უჩვეულო ხმას. თუ არაა ხმა, არც პრობლემაა.
  • ატარეთ განსვავებულ პირობებში. ბორცვებს და ორმოებს არ მოერიდოთ. თუ გესმით კაკუნის ხმა, ეს შესაძლოა დაკიდების ბრალი იყოს.

ჰკითხეთ აზრი სხვასაც

თუ ახალი მძღოლი ხართ და წარმოდგენა არ გაქვთ, რა პრობლემებს უნდა უფრთხილდეთ, უკეთესია თან გყავდეთ ისეთი ადამიანი, ვინც მანქანებში კარგად ერკვევა.

თუ გაქვთ გათვალისწინებული თანხა, შეამოწმებინეთ ავტომობილი მექანიკოსს. ავტომობილის შემოწმება მის ყიდვამდე გამართლებული ხარჯია.

მთავარი მიზანია, მაქსიმალურად შეაფასოთ ის პრობლემები, რაც ავტომობილს აქვს. ეს გეხმარებათ მანქანის ოპტიმალურ ფასად შეძენაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მთავარი თქვენი უსაფრთხოებაა. მანქანის შეძენისას ამ რჩევებს მიყევით, რათა თქვენი ფული წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს.

 

 

გაზიარება: