ასაკთან ერთად მოსული დიდი გამოცდილება:  2020 Mercedes-Benz SL-class
Aa
Aa

ასაკთან ერთად მოსული დიდი გამოცდილება: 2020 Mercedes-Benz SL-class

ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი ხართ, თუ უბრალოდ გემოვნებიანი ავტომობილებით თავის მოწონება გიყვართ, 2020 წლის Mercedes-Benz SL თავისი სტილით და ელეგანტურობით, თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხაზი ცოტა დაძველდა, ის მაინც დიდებულია. სალონი კომფორტულია, მართვა სასიამოვნო. ეს მანქანა საკმაოდ ელიტური როდსტერია. მოტივაციას 362-ცხენისძალიანი V6 ან 449 ცხენისძალიანი V8 ზრდის. დაკეცვადი ხისტი სახურავით, ავტომობილი გარემოს ნებისმიერ პირობებში თავს კომფორტულად გრძნობს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ღია სახურავით ქალაქგარეთ სეირნობთ და სახეზე თბილი ჰაერი გხვდებათ. ელიტურობის და სპორტულობის გაერთიანება „მერსედესის“ ძლიერი მხარე ყოველთვის იყო და გერმანული ავტომწარმოებელი ტრადიციებს არ ღალატობს.

 

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

არც მეტი, არც ნაკლები, Mercedes-მა SL-ს სტანდარტული სტარტის ღილაკი დაუმატა. 2020 წლისთვის მეტი არაფერი შეცვლილა. Grand Edition პაკეტი SL450-სა და SL550-სთვის ხელმისაწვდომი იქნება, თითოეულისთვის მხოლოდ 100 ეგზემპლარად. SL-ის ახალი თაობა 2020 წლის ბოლოს ან 2021 წელს გამოვა.

.ფასი:

  • SL450: $91,995
  • SL550: $115,695

SL450 და მისი V6 ძრავა უკეთესი არჩევანია. ტურბოდაბერვის V6 თავის საქმეს კარგად ასრულებს. Premium პაკეტის დამატებაც სასურველი იქნებოდა. პაკეტი მოიცავს სავარძლების გათბობას და მასაჟორს, საღამოს სიგრილისთვის კისრის გამთბობს.

ძრავა და მართვადობა

მნიშვნელობა არ აქვს SL450-ის V-6-ის აირჩევთ, თუ SL550-ის ტურბო V-8-ს, ორივე შემთხვევაში თქვენ კმაყოფილი დარჩებით. V8-ს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენ მეტ სიმძლავრეს მიიღებთ. შესაძლოა 362-ცხენისძალიანი SL450 ერთ-ერთი ყველაზე სრაფი SL არ არის, მაგრამ მისი აჩქარება დამაკმაყოფილებელია. 0-100კმ/სთ-ს 4.6 წამში აღწევს. 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი სწრაფად რეაგირებს. V6-ის მაყუჩის ხმაც მოსაწონია. მისი მართვადობა 87-ცხენისძალით მეტიანი და ბევრად ძვირიანი SL550-ის შეძენას აზრს უკარგავს. მართალია, SL იმდენად მოქნილი არ არის, რამდენადაც სხვა სპორტული ავტომობილები, მაგალითად, Porsche 911, მაგრამ მისი ტარებაც ნამდვილი მხიარულებაა. საჭე ზუსტია და დაკიდების სისტემა Sport და Sport+ რეჟიმებს კარგად უმკლავდება. გადართეთ Comfort რეჟიმში და მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, დიდი დისკების და დაბალპროფილიანი საბურავების გამო, გზის უსწორმასწორობა სალონში მგზავრისთვის მცირეოდენ დისკომფორტს იწვევს.

საწვავის მოხმარება

მათთვის, ვინც 2-ადგილიან როდსტერს ყიდულობს, ეკონომიურობა გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. SL450 უფრო ეკონომიურია, ვიდრე ამ კლასის მანქანისგან არის მოსალოდნელი. ქალაქში 100კმ-ზე დაახლოებით 12 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე - 8.5ლიტრს. SL 550 ნაკლებად ეკონომიურია მისი მაჩვენებლები 100კმ-ზე ქალაქში დაახლოებით 14 ლიტრი, ტრასაზე კი 9.4 ლიტრია.

ექსტერიერი, ინტერიერი და კომფორტი 

2020 წლის Mercedes-Benz SL-Class გამოიყურება ისე, როგორც მის 6-ნიშნა ფასს შეეფერება.  

მიუხედავად იმისა, რომ მანქანა 2012 წლიდან გამოდის, წინა და უკანა ნაწილი მას „მერსედესის“ თანამედროვე მოდელების შეხედულებას აძლევს, თუმცა ეს საკმარისი არაა. SL ნიშანი მანქანაზე შესანიშნავად გამოიყურება. გარედანაც და შიგნიდანაც მანქანა მიმზიდველია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერს ასაკი დაეტყო. მანქანის სტილი, მართალია, ელეგანტური, მაგრამ 2020 წლისთვის მოძველებულია და ახალი თაობის მანქანასაც მალე ვიხილავთ.

ხავერდოვანი, კარგად აწყობილი და გამოსაყენებლად ადვილი. SL-ის სალონი ორი ადამიანისთვის საკმაოდ კომფორტულია.  შესაძლოა, „მერსედესის“ სხვა ახალი მოდელების მსგავსად, მდიდრული არ იყოს, მაგრამ ამ სალონსაც არაფერი დაეწუნება. წინა სავარძლები დაბლაა დაწეული ისე, როგორც სხვა სპორტულ ავტომობილებში. ჩაჯდომა და გადმოსვლა საკმაოდ ადვილია. ისინი ფართო, ადაპტირებადი და კომფორტულია. სტანდარტული ტყავის საფარით, არჩევადი ხის, ალუმინის და კარბონის ნაწილებით, მანქანის ინტერიერი საღამოს გასეირნებისთვის საკმაოდ წარმოსადეგია. დაკეცილი სახურავი ბარგს დიდ ადგილს ართმევს. თუ ღია სახურავით ქალაქგარეთ სეირნობას აპირებთ, ბარგი ფრთხილად უნდა ჩაალაგოთ. SL-ის საბარგული მხოლოდ ორ ჩემოდანს დაიტევს.  

 

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

მონაცემთა დაფა ცოტათი მოძველებული მოგეჩვენებათ. საინფრომაციო-გასართობი სისტემის ეკრანი მცირე ზომისაა, თუმცა გამოსაყენებლად ძალიან ადვილია. მბრუნავი ღილაკი პანელის ცენტრშია მოთავსებული და რთულ ღილაკებს გვარიდებს. მანქანისთვის ყველა პოპულარული სისტემა სტანდარტულია: ნავიგაცია, ბლუთუზი, USB ორი პორტი, Apple CarPlay და Android Auto. განახლებული Bang & Olufsen აუდიო სისტემა აქვს. Wi-Fi ჰოთსფოთი პირველი სამი თვე უფასოა. შემდეგ გამოწერა მოგიწევთ.  

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

SL კლასის მოდელები ამერიკაში მცირე რაოდენობით იყიდება, ამიტომ სტანდარტული შეჯახების ტესტები იქ არ გაუვლია. ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. მძღოლის დამხმარე ფუნქციებიც სტანდარტული არ არის. მხოლოდ დამატებითია:  

  • ავტომატური დამუხრუჭება
  • ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი

დამატებითი ფუნქციების მიღების შემთხვევაში თავს ბევრად უსაფრთხოდ იგრძნობთ, თუმცა მათ გარეშეც გერმანული ხარისხი ასე თუ ისე უსაფრთხოების გარანტიაა.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ SL შესაძლოა ცოტათი მოძველდა, ეს მანქანა ძალიან ელეგანტურია. ასაკი ინტერიერსაც ემჩნევა, მაგრამ „მერსედესისთვის“ დამახასიათებელი კომფორტი იგრძნობა. მისი ასაკისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობას არ განიცდის. მანქანის მთავარი მინუსი სტანდარტული უსაფრთხოების სისტემების არ ქონაა. ასევე, არც თუ ისე ეკონომიურია, თუმცა ეს მაჩვენებელი ამ მანქანის მოყვარულთათვის მაინცდამაინც საყურადღებო არ უნდა იყოს. მთავარი მოტივაცია კაპოტის ქვეშ იმალება - ძრავა, რომელიც ამ როდსტერის მთავარი პლუსია. ვინც მეტ კომფორტს ეძებს კი მათთვის Mercedes-AMG GT უკეთესი არჩევანია.

 

მსგავსი სიახლეები