Porsche-მ 911 GT2 RS Clubsport 25 გამოუშვა
Porsche 911 GT2 RS Clubsport 25-ს 30 ეგზემპლარად აწყობას გეგმავს.
Manthey-Racing GmbH 25 წლის წინ შეიქმნა. 2013 წლისთვის კი Porsche კომპანიის აქციების 51%-ს უკვე ფლობდა. კომპანიის 25-ე დაბადების დღის აღსანიშნავად Porsche ექსკლუზიურ მოდელს 911 GT2 RS Clubsport 25-ს გამოუშვებს. ის სარბოლო ტრასაზე დომინირებისთვისაა შექმნილი.
911 GT2 RS Clubsport 25 2018 წლის Porsche 935-ს ჰგავს იმით, რომ ორივე 991 თაობის 911 GT2 RS Clubsport მოდელის ბაზაზეა აწყობილი. ექსკლუზიურ მოდელს 3.8-ლიტრიანი 6-ცილინდრიან ძრავა აქვს, რომელიც 691 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძალა უკანა თვლებს მიეწოდება. გადაცემათა კოლოფი 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობისაა.
Porsche-მ შთაგონება Manthey-ს 911 GT3 R-ისგან მიიღო, რომელმაც სახელი მისი მწვანე და ყვითელი ექსტერიერით მიიღო. ავტომობილის გამორჩეული დეტალი ცენტრში მოთავსებული რადიატორია, რომელიც ჰაერის ნაკადის ოპტიმალურ დინების უზრუნველყოფს. წინ კარბონის პატარა, უკან კი გიგანტური ფრთაა.
ადგილშეცვლილმა რადიატორმა ჰაერის ნაკადის უკეთესი დინება გამოიწვია, ამიტომ წინა რადიატორები აღარ გახდა საჭირო. რა თქმა უნდა, ავტომობილს შეზღუდული გამოშვების დამადასტურებელი ემბლემებიც აქვს. Porsche ამ ავტომობილს 30 ეგზემპლარად აწყობას გეგმავს და თითოეულის საწყისი ფასი $621,250 იქნება. კლიენტებისთვის შეძენილი ავტომობილების მიწოდება კი 2022 წლის იანვარში დაიწყება.