Aa Aa
10 აგვისტო 2021  |  12:38

ჩაგდებული შეჯახების ტესტები: ჩინეთში Passat-ის გაყიდვები დაეცა

VW-მ პრობლემა გამოასწორა, თუმცა, ყიდვა მაინც აღარავის უნდა.

2019 წლის დეკემბერში ჩინეთში Volkswagen Passat-მა შეჯახების ტესტები ჩააგდო. VW-მ ეს პრობლემა მალევე გამოასწორა, მაგრამ ავტომობილის გაყიდვებზე ეს მაინც კატასტროფულად აისახა. 

Passat-მა C-NCAP ტესტი წარმატებით გაიარა, თუმცა, CIRI Auto Technology Institute-ს უფრო მკაცრი სტანდარტები აქვს.

როგორც ვიდეოშიც ჩანს, Passat-ის წინა დგარი თეთრეულივით დაიკუჭა. მანეკენის თავი უსაფრთხოების ბალიშს თითქმის ვერც მიწვდა. სახე მონაცემთა დაფას შეეჯახა. აშკარა მიზეზების გამო CIRI-მ Volkswagen-ს ცუდი შეფასება მისცა.

კომპანიამ SAIC-Volkswagen-ში ამ პრობლემის გამოსასწორებლად ინჟინრები გაგზავნა. ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ წინა ნაწილში ნედლეულის დამატება იყო საჭირო, რაც ავტომობილის ფასს $62-ით ზრდიდა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ჩინელებს ამ ავტომობილის მიმართ ნდობა არ დაუბრუნდათ. 2020 წელს სედანის გაყიდვები 32%-ით დავარდა.

2022 წლის მოდელის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში Passat-ი აღარ გაიყიდება. VW იქ 1,973 ეგზემპლარ Limited Edition-ს გაგზავნის. 

გაზიარება: