365GTC/4 ლეგენდარულ Daytona-სთან ბევრ დეტალს იზიარებს, თუმცა, ის მის გლამურულ ნათესავზე სამჯერ ნაკლები ღირს. რატომ? მართალია, Daytona 1284 ეგზემპლარად აიწყო, GTC/4 კი მხოლოდ 500-ად, მაგრამ ის ღვინოსავით არ დაძველდა. 1970-იანებში გრძელი კუდი მოდაში იყო, თუმცა, მას Daytona-ს ვნება არ ჰქონდა.
მიიჩნევა, რომ GTC/4 უფრო სასიამოვნო სამართავია, მას საჭის და კონუსის ჰიდრავლიკა აქვს.
365GT4
ბოლო წინაძრავიანი, V12-იანი 365 Ferrari-ს ისტორიაში ყველაზე დიდხანს წარმოებული ავტომობილია. თუ 400 და 412i ვერსიებსაც ჩავთვლით, გამოვა, რომ მისი წარმოება 17 წელს გაგრძელდა.
ეს ავტომობილი ოჯახებზე ან მოგზაურობის მოყვარულებზე იყო გათვლილი. 365GT-ს სტილი მოდაში ახლა ბრუნდება. ამ ავტომობილის ფასები კი გასაკვირად დაბალია. ძვირი არც მისი მოვლა ჯდება. მისი ავტომატური გადაცემათა კოლოფი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
308GT4
შანსები ყოველთვის 308GT4-ის წინააღმდეგ იყო: ის შეუდარებელი Dino 246-ს შთამომავალი იყო, რომლის დიზაინიც ბერტონემ შექმნა და არა პინინფარინამ. ის არის 4-ადგილიანი, შუაძრავიანი ავტომობილი.
წინაკაბიანიანი დიზაინი იმისთვის იყო საჭირო, რომ უკანა სავარძლებზე მგზავრებს მეტი ადგილი ჰქონოდათ. მიუხედავად ამისა, უკანა სავარძლებზე ზრდასრულ ადამიანს დატევა მაინც ძალიან გაუჭირდებოდა. გაყიდვები კარგად მიდიოდა. GT4-მა „ღარიბების Ferrari-ს“ წოდება დაიმსახურა.
308 GTBi
Ferrari-მ მყარი დასაყრდნობი, რომელიც GT4-ის დროს დაკარგა, 1975 წელს 308GTB-ს გამოშვებით დაიბრუნა. პირველი მინაპლასტიკიანი მოდელები რთულ მდგომარეობაშია, თუმცა, ცოტა გვიანდელი მოდელები ფოლადის ჩარჩოთია. წონა დაემატა, ცხენის ძალები კი 40-ით შემცირდა.
0-100კმ/სთ-მდე 7.3 წამში აღწევდა. უფრო ადრეული მოდელები კი 6.7 წამში. სწორედ ამის გამო, ადრეული მოდელები კოლექციონერებისთვის უფრო სასურველია, ვიდრე შედარებით ახლები.
208GTB იყო პასუხი იტალიაში დაწესებულ გადასახადებზე, რომლებიც 2000cc-ზე დიდ ძრავებს ეხებოდა. მანქანის გარეგნობის შეცვლის გარეშე, V8 ძრავის მოცულობა 1990cc-მდე შეამცირეს.
თუმცა, ავტომობილს მხოლოდ 157 ცხენის ძალა ჰქონდა. ეს პრობლემა 1982 წელს 208 GTB Turbo-ს გამოშვებით გამოასწორეს. მაქსიმალური სიჩქარე კი 2015-დან 243-მდე გაიზარდა.