Aa Aa
14 აგვისტო 2021  |  11:35

2021 წლის Shelby F-150 Super Snake-ს 775 ცხენის ძალა აქვს

2-კარიანი Super Snake Sport იმავე ძალით $100,000-ზე ნაკლები ღირს.

ბევრი ცხენის ძალის მოყვარულებს პიკაპებში ახალი არჩევანი აქვთ. რეცეპტი ახალი არ არის. სტილი კი ნამდვილად სიახლეა. Ford F-150-ზე დაფუძნებული Shelby Super Snake დაბრუნდა!

2021 წლის Shelby F-150 Super Snake-ს ყველაფერი აქვს, რაც Shelby-ს გულშემატკივრებს ასე უყვართ. ახალ მოდელს 775 ცხენს ძალა აქვს. ამ ძალას, F-150-ს 5.0-ლიტრიან V8-ს გარდა, ბევრი სხვა განახლებაც განაპირობებს. Borla-ს მაყუჩის წყალობით, მეზობლები თქვენ მოსვლას აუცილებლად გაიგებენ.

სიახლეები მხოლოდ კაპოტის ქვეშ არ არის. დაკიდების სისტემა და ამორიზატრებიც სრულიად განახლებულია. 2-კარიან Super Snake სატვირთოს დადაბლებული დაკიდების სისტემა და განახლებული მუხრუჭები აქვს. დისკები 22-იანია. ეს ავტომობილები უგზოობისთვის არ არის.

უგზოობის მოყვარულებს Shelby Ford F-150 XLT Lariat 4x4 ვერსიის აღჭურვას სთავაზობს, მაგრამ Shelby-ს ტალახში ამოსვრა ნამდვილად არ უყვარს. თქვენ ბამპერის საფარს, ახალ სპლიტერს, შეღებილ უკანა ბამპერს, ფრთებს და, რა თქმა უნდა, მასიურ ცხაურას მიიღებთ. ტყავის ინტერიერის გარდა, Shelby-ს ნამუშევარზე ბევრი სხვა დეტალიც მიუთითებს.

Shelby F-150 Super Snake–ს სულ 600 ეგზემლარად ააწყობს. 300 მათგანი 4-კარიანი იქნება, 300 - ორკარიანი. ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგარი მოდელი $113,680 დაჯდება, მაგრამ, თუ 2-კარიან, V8-ძრავიან მოდელს აირჩევთ, მაშინ $90,790-ს გადახდა მოგიწევთ. 2-კარიანი Super Snake Sport კომპრესორით $98,690 ღირს. ატმოსფერულ ძრავიან, 4-კარიანი კი - $105,708.

ახალი F-150 Super Snake-ს შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. 

გაზიარება: