ამ Dodge Viper ლიმუზინის დანახვა ნამდვილად ყველას გააკვირვებს
Aa
Aa

ამ Dodge Viper ლიმუზინის დანახვა ნამდვილად ყველას გააკვირვებს

როგორც ეს TopGear-ის ერთ-ერთმა ძველმა სერიამ დაამტკიცა, ლიმუზინის გაკეთება ყველაფრისგან შეიძლება. ეს კი მაინც ერთ ერთი ყველაზე უცნაურია, რაც აქამდე გვინახავს. 1996 წლის Dodge Viper RT/10 ავტომობილის ორი კორპუსით „გაწელეს“. ამგვარად, მგზავრებისთვის 12 ადგილი დაემატა. ახლა კი eBay-ზე იყიდება.

წინიდან ყველაფერი თითქმის ნორმალურად გამოიყურება. უცნაურობები უკანა ნაწილში იწყება. ლიმუზინს სახურავი არ აქვს. ბოლოში კი ორი ერთადგილიანი სავარძელია. მაშუქები, ბამპერი და საბარგული ტიპური Viper-ია.

გამყიდველი არ ამბობს, ვინ ააწყო ეს Viper-ი. თუმცა, ის ბევრ რეკლამასა და ტელეშოუშია გამოყენებული. ვისაც არ უნდა აეწყო ეს ლიმუზინი, უცნაურად, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურება. უცნობია, შეცვლილია თუ არა 8.0-ლიტრიანი V10 ძრავა ზედმეტ წონასთან გასამკლავებლად. ოდომეტრი კი მხოლოდ 9495 კილომეტრს უჩვენებს.

ეს უნიკალური ლიმუზინი იაფი ვერ ეღირება. eBay-ზე მისი საწყისი ფასი $135,000-ია. ვნახოთ, ვინ გახდება, მისი იღბლიანი მფლობელი.

მსგავსი სიახლეები