საბურავების წაკითხვა: გაიგეთ ავტომობილის დისკებისა და საბურავების ენა
მოდით ყველაფერი დისკებიდან დავიწყოთ.
იმისათვის, რომ დისკები მორგვს მივამაგროთ, ჭანჭიკის ნიმუში და თვლის მორგვის ნახვრეტის შიგა დიამეტრი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს. ჭანჭიკის ნიმუში მისი რაოდენობითა და დიამეტრით განისაზღვრება. 1980-იანი წლების ამერიკული და ბრიტანული ავტომობილების შემთხვევაში მათი ზომა ინჩებში იზომებოდა (მაგ. 5x4.5). თანამედროვე ავტომობილების შემთხვევაში კი მათი კლასიფიცირება მილიმეტრებით ხდება (მაგ. 5x100). მორგვის ნახვრეტის დიამეტრი კი დისკის გულს ემთხვევა. ახალ მანქანებს მორგვი თვლის ცენტრალური დამაგრებით აქვს წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში დისკის გული მორგვის თხემზე მაგრდება. თვლის ცენტრალური დამაგრება ბორბლებს მორგვთან უფრო ზუსტად აჯენს.
ამის შემდეგ თამაშში სიგანე, დიამეტრი და “ოფსეტი“ შემოდის. სიგანე დისკის ნაპირებს შორის ადგილია. დიამეტრი კი თავისივე თავს ხსნის. „ოფსეტი“ კი მილიმეტრებში იზომება, რაც დისკის სამაგრიდან არსებული მანძილის დასათვლელად შემოიღეს. თითქმის ყველა სტანდარტული დისკი დადებითი „ოფსეტით“ გამოდის. თუ ეს მანძილი ძალზედ პატარაა, მაშინ დისკები და საბურავები თაღიდან გარეთ გამოდის. დიდი მაძილის შემთხვევაში კი სამუხრუჭე სისტემა დისკს მიედება.
ახლა საბურავებზე გადავიდეთ
1920 წლამდე, ავტომობილები წვრილი, მაღალი წნევით დაბერილი საბურავებით გამოდიოდა, რომელთა ზომა 30x3-ზე იყო. „30“ საბურავის დიამეტრი გახლდათ, ხოლო „3“ განივი კვეთის სიგანე. ეს ყველაფერი ინჩებში იზომებოდა. იმისათვის, რომ შესაბამისი დისკის ზომა დაეთვალათ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ საბურავის სიგანე და სიმაღლე ერთი და იგივე იქნებოდა. 30-ინჩიანი საბურავიდან 6 ინჩის გამოკლება კი გულისხმობდა იმას, რომ მასში 24-ინჩიანი დისკი უნდა ჩამჯდარიყო.
1920 წლიდან 1960-იან წლებამდე, სანომრე აღწერილობა საბურავის სიგანეს და დისკის დიამეტრსაც შეიცავდა. 6.00-16 ზომის დისკი ამბობდა, რომ რეზინა 6-ინჩიანი სიგანის იყო და ის 16-იანი დისკისთვის იყო შექმნილი.
ეს აღნიშვნები 1960-იან წლებში კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც საქმეში ანბანურ-ციფრული აღწერილობა ჩაერთო. G70-15 ზომა ნიშნავდა, რომ საბურავს 70%-იანი პროფილი ჰქონდა და ის 15-ინჩიანი დისკისთვის იყო შექმნილი. სიგანე კი აღწერილობის მიღმა დარჩა.
საბოლოოდ, 1970-იანი წლების ბოლოს P-მეტრიკი აღნიშვნები შემოვიდა. ის სამ მნიშვნელოვან პარამეტრს - სიგანეს, პროფილსა და დისკის დიამეტრს - მოიცავდა. თუმცა, სიგანე და დიამეტრი სხვადასხვა ერთეულებში იყო მოცემული, რაც დამაბნეველი გახლდათ. თუ 235/45R17 ზომის საბურავს ნახავთ, „235“ მილიმეტრებში ნაჩვენები პროფილის სიგანე იქნება, 45 საბურავის პროფილს გამოხატავს, ხოლო 17 ინჩებში ნაჩვენები დისკების დიამეტრს აღნიშნავს.
თანამედროვე აღწერილობები ოდნავ რთულდება. თუ რეზინის დასახელება ანბანურად იწყება, ის საბურავის სერვისის ტიპს აღნიშნავს და მას დატვირთვაზე აქვს გავლენა. “P” P-მეტრიკს ნიშნავს, რაც ძირითადად სამგზავრო ავტომობილებისთვის გამოიყენება. Euro-მეტრიკი იგივე ზომის სალტეების აღნიშნავს, თუმცა ოდნავ მაღალ დატვირთვებს უძლებს. “LT-ი” მსუბუქ სატვირთოს ნიშნავს. „ST-ი“ სპეციალურად დამზადებული სატვირთოს აღმნიშვნელია. დასახელებაში არსებული R-ი „Radial-ზე“ მიუთითებს. ეს თითქმის ყველა თანამედროვე საბურავის დიზაინს აღნიშნავს. ხშირად შეხვდებით B-ს წარწერასაც, რაც ბრეკერიან სალტეზე მიანიშნებს. F-ი კი თვითმზიდი საბურავია. ორი ან სამი ციფრით გამოხატული ინდექსები დატვირთვას აღნიშნავს და ის 70-დან 126-მდე (335კგ-დან 1700კმ-მდე) ვარირებს. L-დან Y-მდე საბურავები სისწრაფის მიხედვით კლასიფიცირდება.
გარდა ამისა, კარგი იქნება თუ DOT-ის კოდზეც გეცოდინებათ. საბურავები, რომლებიც 2000 წლიდან იწარმოება “DOT-ით“ არის შტამპირებული. მისი კოდის ბოლო ოთხი ციფრი წარმოების კვირასა და წელზე გვაძლევს ინფორმაციას. მაგალითად, „4317“ ნიშნავს, რომ სალტე 2017 წლის 43-ე კვირასაა შექმნილი.
როგორ წავიკითხოთ საბურავზე გამოსახული კოდები
დღევანდელ დღეს გამოშვებული საბურავები ერთსა და იმავე ინფრომაციას გადმოგვცემს. (1) საბურავის ტიპზე მიუთითებს (P - სამგზავრო ავტომობილი). (2) დატვირთვა და სიჩქარის ინდექსი (99=775კგ-ს, ხოლო H=209კმ/სთ-ს). (3) სტანდარტი. (4) მოჭიდება. (5) ტემპერატურის რეიტინგი - რამდენად გამძლეა საბურავი. ამ შემთხვევაში საბურავი დაახლოებით 35 000კმ-ს ფარავს. (6) მაქსიმალური წნევა. (7) ბოლო ოთხი ციფრი წარმოების კვირასა და წელს აღნიშნავს.