წლის ყველაზე ცუდი სახელის მქონე ავტომობილის ჯილდო გადაეცემაა...
Aa
Aa

წლის ყველაზე ცუდი სახელის მქონე ავტომობილის ჯილდო გადაეცემაა...

ჩინური საავტომობილო გიგანტი Chery აპირებს, რომ თავის ახალ კომპაქტურ EV-ს „Ice Cream-ი“ დაარქვას.

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ Mitsubishi Lettuce-ის და Honda Life Dunk-ის სახელები უცნაურად ჟღერდა, მაშინ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ. ეს იმიტომ, რომ ჩინური ავტომწარმოებელი Chery აპირებს თავის ახალ ავტომობილს “Ice-Cream” (ნაყინი) დაარქვას.

Chery QQ Ice Cream-ი ჩინეთის უახლეს ელექტრომობილად წარსდგა. ამ ავტომობილს Wuling Hongguang Mini EV-ის კონკურენტობა და მყიდველების გადმობირება ევალება. ორივე მოდელი პოლარიზებული ვიზუალისაა - ყუთოვანი, თანამედროვე და უცანური. მცირე ზომის Wuling EV-ი ჩინეთში საუკეთესოდ გაყიდვადი მანქანაა.

უცნაურობები აქ არ სრულდება. Chery გეგმავს, რომ მოდელი მინი SUV-ის კლასს მიაკუთვნოს. სურათზე ნაჩვენები კონცეპტუალური ავტომობილი კი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ის საოჯახო SUV-ის საბარგულში უპრობლემოდ უნდა მოთავსდეს. კომიკურია მისი ბორბლების ზომაც.

Ice Cream-ის პარამეტრები ასე გამოიყურება - სიგრძე 2980მმ, სიგანე 1496მმ და სიმაღლე 1637მმ. ღერძებს შორის მაძილი 1960მმ-ია, ხოლო წონა 743კგ-ს შეადგენს. მანქანაში ოთხი ზრდასრული ადამიანი ეტევა და მისი შეძენა უკან დამოუკიდებელი სავარძლებითაცაა შესაძლებელი.

20-კილოვატიანი ერთი ელექტროძრავით, მძღოლი სწრაფად გადაადგილებას ვერ შეძლებს. მაქსიმალური სიჩქარე 100კმ/სთ-ით არის განსაზღვრული, ხოლო ბატარეების სრული დამუხტვით 200კმ-ის დაფარვაა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები