მილიონ მილიანი გარბენის მქონე Honda CRX-ს თავისი ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჯერ კიდევ აქვს
Aa
Aa

მილიონ მილიანი გარბენის მქონე Honda CRX-ს თავისი ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჯერ კიდევ აქვს

ის ჩინებულ მდგომარეობაშია.

ავტომობილის მოვლის მკაცრი განრიგი მის სიცოცხლისუნარიანობაზე გარანტირებულად არ მოქმედებს, თუმცა არც ავნებს მას. საპოხი საშუალებების რეგულარული შეცვლა და მანქანის ზოგად მდგომარეობაზე ყურადღების მიქცევა მისი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე იმოქმედებს და მეტ კილომეტრს დაფარავს. ეს 1991 წლის Honda CRX Si-იც ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ავტომობილია. მას მილიონი მილი აქვს გავლილი.

კლასიკური ჰონდა პირველად ყურადღების ცენტრში 2015 წელს მოექცა, როდესაც ის სადილეროში მოხვდა. იმ დროისთვის ავტომობილის ოდომეტრი 1 002 473 მილს აჩვენებდა. სურათი Facebook-ზე გავრცელდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს დედამიწიდან მთვარემდე და უკან არსებულ მანძილს ორჯერ დაფარავდა.

ავტომობილს ორიგინალი ინტერიერი აქვს. 9 წლის წინ ერთ-ერთმა მფლობელმა კი თავიდან ბოლომდე გადაღება. მიუხედავად ამისა, ავტომობილს მხოლოდ ინტერიერი არ აქვს ქარხნული. სადილეროს მიხედვით, მანქანა ორიგინალი ძრავითა და ტრანსმისიითაა აღჭურვილი. 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი აგრეგატი 5-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული. როდესაც ავტომობილი ახალი იყო მისი სიმძლავრე 105 ცხენის ძალასა და 132 ნიუტონ მეტრს შეადგენდა.

ეს 1991 წლის Honda CRX Si მაგალითია იმისა, რომ მანქანის მაღალი გარბენის გამო მოცილება საჭირო არ არის.

მსგავსი სიახლეები