„მომავალი განახლებად ენერგიას ეკუთვნის“ – გრენლანდია ნავთობის მოპოვებას აჩერებს
Aa
Aa

„მომავალი განახლებად ენერგიას ეკუთვნის“ – გრენლანდია ნავთობის მოპოვებას აჩერებს

რამდენიმე დღის წინ გრენლანდიამ დააანონსა გაზისა და ნავთობის მოძიების შეჩერება, რათა თავიდან აიცილოს უარყოფითი გავლენა გარემოსა და კლიმატზე. გრენლანდიის მთავრობა წიაღისეულის მოპოვებაზე უარის თქმას აუცილებელ და გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„მომავალი არაა დამოკიდებული ნავთობზე. მომავალი განახლებად ენერგიას ეკუთვნის და ამ თვალსაზრისით ჩვენ ბევრი რამის შეცვლა და განხორციელება მოგვიწევს,“ – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

„როგორც საზოგადოებამ, ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ გვჭირდება ბუნებრივი რესურსების გამოყენება,“ – ამბობს გრენლანდიის ინფრასტრუქტურის მინისტრი. 

„საერთაშორისო ბაზარი უკვე უარს ამბობს ნავთობსა და გაზზე და განახლებად ენერგიაზე გადადის. ბუნებრივია, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მომავლის პერსპექტივებზე და არა წარსულზე,“ – ამბობს გრენლანდიის ბიზნესის, ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამავე დღეს დაანონსდა, რომ სულ მალე გრენლანდია გამოსცემს კანონპროექტს ურანის მოპოვებისა და ამოღების აკრძალვის შესახებ. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი კლიმატური კრიზისის დასაძლევად და ეს ხელს შეუწყობს გრენლანდიის ყინულის ფენის შენარჩუნებასაც.

ავტორი: greenpole.org

მსგავსი სიახლეები