სრულყოფილი 1990 Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II აუქციონზე იყიდება
Aa
Aa

სრულყოფილი 1990 Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II აუქციონზე იყიდება

სარბოლო ისტორიის ნაწილი აუქციონზე იყიდება.

1990 წლის ლეგენდარული Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II აუქციონზე იყიდება. ამ ავტომობილმა 90-იანებში DTM-ი შტურმით აიღო. ეს იყო საგზაო სედანი, რომელიც სარბოლო ავტომობილად აქციეს. მისი მთავარი კონკურენტი კი BMW M3 Evolution II იყო.

ზოგიერთი სარბოლო სერია მოითხოვს, რომ ავტომწარმოებელმა საგზაო ვერსია შექმნას, შემდეგ კი ის სარბოლოდ აქციოს. ამიტომ, ისინი საუკეთესო საგზაო ავტომობილებს ქმნიან იმისთვის, რომ მის ბაზაზე კარგი სარბოლო ავტომობილი ააწყონ.

კომპაქტური 190E სედანის სპეციალური ვერსია 2,5-ლიტრიანი, 16-სარქველიანი ძრავით იყო, რომელიც Cosworth-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ძრავა 232 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

1980-იანებსა და 90-იანებში DTM-ში BMW-სა და Mercedes-Benz-ს შორის დაპირისპირება ლეგენდარულია. BMW-მ M3 ააწყო, რომელიც საგზაო მესამე სერიაზე იყო დაფუძნებული. ამ ავტომობილმა არა მხოლოდ გაყიდვებში, არამედ,  DTM Touring Car Championship-შიც უმაღლესი პოზიცია დაიკავა. Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II ერთი მთავარი მიზნით აიგო. მას DTM-ში BMW უნდა დაემარცხებინა.

1990 წლის Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II სარბოლო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ახლა კი მისი შეძენა SpeedArt Auction-ზეა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები