ეს 6×6 Jeep Gladiator-ი აპოკალიფსისთვის მზადაა, მაგრამ...
ავტომოყვარულებს მოსაწყენებს ნამდვილად ვერ უწოდებ. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც აპოკალიფსური ავტომობილების აწყობა უყვარს. ზემოთ მოთავსებულ ვიდეოში თქვენ Apocalypse 6×6-ს ხედავთ.
გზებზე დაშვებული 6×6 სატვირთოს იდეა ახალი არ არის. ჯერ კიდევ 2000-იანებში Mercedes-მა 6×6 Geländewagen-ი ააწყო. ეს ავტომობილი კი ფლორიდაში ააწყეს და ის „ჯეი ლენოს ავტოფარეხის“ ბოლო სერიაში გამოჩნდა.
გარდაქმნის შემდეგ ორიგინალი Jeep-იდან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა. უკან, გვერდებზე სამკუთხა შუშებია. ნებისმიერს, ვისაც ეს ავტომობილი მოუნდება, ძრავის სამი არჩევანი ექნებათ: Chrysler-ის 3.0-ლიტრიანი ეკოდიზელი, Chevrolet LS3 და SRT Hellcat 6.2-ლიტრიანი V-8. გადაცემათა კოლოფიც Chrysler-ის 8-სიჩქარიანი ავტომატიკაა. მსურველებს მექანიკური გადაცემათა კოლოფის არჩევაც შეუძლიათ.
ეს დიდი ძრავები, მონსტრ საბურავებს აბრუნებს. უკანა ღერძი წამყვანი კბილანის ლილვის მქონე სპეციალურად დამზადებული ბლოკია, რომელიც კარტერამდე გრძელდება და მას დამატებით ღერთან აკავშირებს. თითოეული ღერძი 5.13:1-იან სიჩქარეებს მოიცავს და მასიურ, 40-იან საბურავებს ატრიალებს. ასეთი მონაცემებით, ეს ავტომობილი ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდება, მაგრამ რამდენად აზრიანია მისი მთავარი მისია?
თუ ბარში ვინმესთვის თავის მოწონება გინდათ, მაშინ ეს ავტომობილი კარგი ვარიანტია. თუ სამყაროს აღსასრული მართლაც მოახლოვდება. როგორც აპოკალიფსურ სცენარს შეეფერება, საწვავს ბენზინგასამართი სადგურებიდან მალევე დაიტაცებენ და დიდძრავიანი ავტომობილის ყოლა აზრს კარგავს.
მის შემქმნელ გეტასს ტაში უნდა დავუკრათ იმისთვის, რომ ეს იდეა მოუვიდა და განახორციელა. თანაც უკვე 78 ეგზემპლარი გაყიდა. თითოეული $150,000-ად. თუმცა, ეს კიდევ ბევრად იაფია, ვიდრე ის 6×6 მოდელი, რომელსაც Mercedes-ი გვთავაზობს.