Aa
Aa

Mercedes-მა Audi-ს Four Rings Challenge-ს AMG C63-ით უპასუხა

მეგობრული საქციელი Mercedes-Benz-ის მხრიდან.

28 მარტს Audi-მ მარკის მოყვარულები გამოიწვია. მათ კომპანიის ოთხი რგოლის თემის გარშემო სურათები ან ვიდეო უნდა გაეკეთებინათ. ახალ გამოწვევას Four Rings Challenge დაარქვეს. მიღებული სურათები და ვიდეოები Audi-მ თავის „ინსტაგრამ“ და „ფეისბუკ“ გვერდზე გამოაქვეყნა.

გამოწვევას მხოლოდ „აუდის“ გულშემატკივრებმა არ უპასუხეს. Mercdes-მა ეს გამოწვევა მთელი სერიოზულობით მიიღო და საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე Four Rings Challenge-ის პასუხი გამოაქვეყნა.

Mercedes-ის მხრიდან ეს მეგობრული საქციელი იყო. საინტერესოა, როგორ უპასუხებს Audi. სავარაუდოდ, სათავო ოფისში ეს ვიდეო უკვე ნახეს და სახეზე მკრთალი ღიმილიც დაეტყოთ.  

სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ავტომწარმოებლები ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში არიან და ცდილობენ, რომ კორონავირუსის პანდეემიით გამოწვეულ მძიმე პერიოდში მათი გულშემატკივრები მცირედით მაინც გაახალისონ.

მსგავსი სიახლეები