პარიზის ქუჩებში დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 30კმ/სთ იქნება
Aa
Aa

პარიზის ქუჩებში დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 30კმ/სთ იქნება

პარიზის ქუჩებში გადაადგილება ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის უფრო უსაფრთხო გახდება.

თუ სწრაფად მართვა გსურთ, ამისთვის პარიზი შესაფერისი ადგილი არ არის. 30 აგვისტოდან პარიზის ქუჩების დიდ ნაწილში მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 30კმ/სთ იქნება.

რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვის დაწესების მიზანი ქუჩებში უსაფრთხოების გაზრდაა. ასევე ხმაურისა და გამონაბოლქვის შემცირება. ეს პარიზის მერის ენ იდალგოს ინიციატივაა, რომლის აზრითაც, ავტომობილებში ქუჩებში საჯარო სივრცის საკმარისზე ბევრად მეტს იკავებს.

კანონდამრღვევი მძღოლები ფულად ჯარიმასაც მიიღებენ და მართვის მოწმობიდან ქულებიც ჩამოეჭრებათ. ეს შეზღუდვა არ შეეხება პერიფერიულ გზას, რომელიც პარიზს წრიულად აკრავს. იქ დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ-ია.

ამ შეზღუდვის კიდევ ერთი მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების წახალისებაა.

მსგავსი შეზღუდვები ევროპის სხვა ქვეყნებშიც არსებობს. მაგალითად, ნიდერლანდებსა და ესპანეთში. ლონდონში 32კმ/სთ-სიჩქარიანი შეზღუდვაა დაწესებული, რამაც კვლევების თანახმად, გაამართლა.

მსგავსი სიახლეები