2022 წელს ბაზარზე საუკეთესო მეორადი ჰიბრიდული ავტომობილები
მოგვწონს თუ არა ეს, მომავალი ელექტრო ავტომობილებისაა, აწმყო კი ჰიბრიდების. ჰიბრიდის ყოლა ეკონომიურია. თამასა სულ უფრო მაღლა იწევა. ეს ავტომობილები დღითი დღე მეტი თანამედროვე ტექნოლოგიითა და უსაფრთხოების ფუნქციითაა აღჭურვილი.
ჰიბრიდების დიდი ნაწილი პრაქტიკული და კომფორტულია. სულ ახალი მოდელის ფასები ყველასთვის მისაღები არ არის. სინამდვილეში ისინი არც ისეთი იაფი ღირს, როგორც წარმოგვიდგენია ხოლმე. ამ სიაში თქვენ შეხვდებით 10 მეორად ჰიბრიდულ ავტომობილს, რომლის შეძენაც 2022 წელსაა შესაძლებელი.
2018 Toyota Prius - 4.2ლ.
თუ თქვენს რადარზე Prius Prime-ია, იქნებ დასაწყისისთვის სტანდარტული Toyota Prius-ი გეცადათ. ეს ორი ავტომობილი ერთმანეთის მსგავსია. იმ განსხვავებით, რომ სტანდარტულ მოდელს დასამუხტად ვერ შეაერთებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ელექტრო რეჟიმში არ დადის. სამაგიეროდ, ბარგისთვის საკმარისზე მეტ სივრცესა და საწვავის კარგ ეკონომიას გვთავაზობს.
2018 წლის Prius-ი ძირითადად, რბილი და სასიამოვნო სამართავია, თუმცა, მაგისტრალებზე აჩქარება უჭირს. მას დახვეწილი ინტერიერი აქვს, რომელიც 5 ადამიანს იტევს.
Prius-ი შეჯახების ტესტებში კარგ შედეგებს აჩვენებს. ის Toyota Safety Sense ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. Bluetooth და სენსორული ეკრანი აქვს. მულტიმედია სისტემა კარგად მუშაობს. თუმცა, 2018 წლის მოდელს Apple CarPlay ან Android Auto არ აქვს.
2018 Ford Fusion Hybrid - 5.6ლ.
Ford-მა 2020 წელს Fusion Hybrid-ის გამოშვება შეწყვიტა. ამიტომ, სულ ახლის შეძენაც რომ გინდოდეთ, ვერ შეძლებთ. 2018 წლის მოდელი უახლესი მოდელისგან არ განსხვავდება. თუ არ ჩავთვლით, Co-Pilot 360 სისტემას, რომელიც 2019 წლისთვის სტანდარტულია.
Fusion Hybrid-ის მთავარი ღირსებები უსაფრთხოების ტესტებში უმაღლესი შეფასებები და ტევადი სალონია.
თუ აჩქარება თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ Ford-ის საშუალო ზომის ჰიბრიდული ავტომობილი საუკეთესო არჩევანი არ არის. 2018 წლის მოდელს 4.2-ინჩიანი ეკრანი, ორზონიანი კლიმატ კონტროლი აქვს. ზოგიერთ მეორად მოდელში შესაძლოა Android Auto და Apple CarPlay-ც იყოს.
2019 Kia Optima Hybrid - 5.74ლ.
ბევრი სხვა სედანის მსგავსად, Kia Optima Hybrid-ი 2020 წლის მოდელის შემდეგ აღარ გამოვა. Kia-მ ის ახალი K5 მოდელით ჩაანაცვლა. თუმცა, როგორ ჩანს, ავტომწარმოებელი არ აპირებს, 2021 წლის მოდელის ჰიბრიდული ან ფლაგ ინ ჰიბრიდული მოდელის გამოშვებას.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2020 წლის მოდელს უსაფრთხოების მეტი ფუნქციები აქვს, 2019 წლის მოდელი ბევრად არ განსხვავდება. თანაც მეორადი ავტომობილების ბაზარზეც გაცილებით იაფი ღირს. 2019 წლის Optima-ს ინტუიციური საინფორმაციო-გასართობი და უსაფრთხოების რამდენიმე სისტემა აქვს. შეჯახების ტესტებშიც საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.
სხვა ჰიბრიდებისგან განსხვავებით, ამ ავტომობილის აჩქარებაც დამაკმაყოფილებელია. მისი ზომისთვის საკმაოდ მოსახერხებელი მართვადობაც აქვს. თუ უფრო ეკონომიურ ვარიანტს ეძებთ, მაშინ Optima-ს ფლაგ ინ ჰიბრიდული ვერსია სცადეთ, რომელიც წარმოუდგენლად ეკონომიურია.
2018 Hyundai Ioniq - 4.06ლ.
Hyundai Ioniq ჰიბრიდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ავტომობილია. გარდა ამისა, მას ელექტრო და ფლაგ ინ ჰიბრიდული ვერსიებიც აქვს. Ioniq-ი ბაზარზე 2017 წლის მოდელის სახით გამოჩნდა, 2018 წელს კი ფლაფ ინ ჰიბრიდული ვერსიაც დაემატა. ამ წლების განმავლობაში ავტომობილს უამრავი განახლება დაემატა. მაგალითად, 2020 წლის ელექტრო მოდელის აგრეგატს უფრო მეტი გამძლეობა აქვს.
2018 წლის Ioniq-ის ბარგისთვის ბევრი ადგილი აქვს. შეჯახების ტესტებში კარგ შედეგებს აჩვენებს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ჰეჩბექში უკანა სავარძლები ძალიან პატარაა. მაღალ სიჩქარეებზე კი ირყევა.
Ioniq-ი თანამედროვედაა აღჭურვილი. მას სენსორული ეკრანი, HD რადიო, სატელიტური რადიო და 2-ზონიანი კლიმატ კონტროლი აქვს.
2018 Lexus ES Hybrid - 5.88ლ.
Lexus-მა ES Hybrid-ი 2018 წლისთვის გარდაქმნა. ის წინა თაობებისგან ბევრად განსხვავდება. ფასი კი ხელმისაწვდომია.
2018 წლის ES ჰიბრიდს ელეგანტური და ტევადი ინტერიერი აქვს. სანდოობის ტესტებში თითქმის სრულყოფილ შედეგებს აჩვენებს. შეჯახების ტესტებში კი საუკეთესო შედეგი აქვს. თუმცა, ეს ავტომობილი სრულყოფილი ნამდვილად არ არის. მას პატარა საბარგული აქვს. საინფორმაციო-გასართობი სისტემა კი დამაბნეველია.
მიუხედავად ამისა, ეს ავტომობილი პრაქტიკული ავტომობილია, რომელსაც ბევრი თანამედროვე ფუნქცია აქვს. მართვადობა რბილია, აჩქარება მისაღები, საწვავის ეკონომია კი შესანიშნავი.
2018 ES-ს Bluetooth-ი, HD რადიო, სატელიტური რადიო და 2-ზონიანი კლიმატ კონტროლი აქვს.
2020 Toyota Corolla Hybrid - 4.52ლ.
Toyota Corolla Hybrid-ი 2020 წლისთვის სრულიად ახალი მოდელი იყო. ამიტომ, ბაზარზე ბევრი ეგზემპლარი ხელმისაწვდომი არ არის. ის ავტომობილები, რომლებსაც მეორადების ბაზრობაზე შეხვდებით, კარგად მოვლილი და დაბალგარბენიანი იქნება.
Corolla ჰიბრიდი წარმოუდგენლად ეკონომიურია და სანდოობის ტესტებში შესანიშნავ შედეგს აჩვენებს. შეჯახების ტესტებში კი საუკეთესოა. მას რბილი მართვადობა, კომფორტული და ტევადი სალონი, ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია და უსაფრთხოების ფუნქციები აქვს. ამ სიაში მოხვედრილი ბევრი მოდელის მსგავსად, მაგისტრალზე აჩქარება Corolla-საც აკლია.
2020 წლის მოდელს Apple CarPlay, Amazon Alexa, Wi-Fi ჰოთ სფოთი აქვს. Android Auto კი სიაში არ შედის.
2018 Lexus GS Hybrid - 7.59ლ.
Lexus-მა GS ჰიბრიდის გამოშვება 2018 წლიდან შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა საბარგული აქვს და სხვა ჰიბრიდებთან შედარებით არც თუ ისე ეკონომიურია, მაინც საკმაოდ პოპულარულია.
2018 GS ჰიბრიდს ტევადი სალონი, კომფორტული სავარძლები და დამაკმაყოფილებელი აჩქარება აქვს. უკანაწამყვანი, საშუალო ზომის სედანი სანდოობის და შეჯახების ტესტებში საუკეთესო შედეგებს იმსახურებს. თუ F Sport-ის პაკეტიან ვერსიას შეიძენთ, მაშინ ისედაც სასიამოვნო მართვადობა კიდევ უფრო სახალისო გახდება.
GS 450h-ს ტყავის საფარი, გათბობადი სავარძლები, 2-ზონიანი კლიმატ კონტროლი და მძღოლის დამხმარე სისტემები აქვს. მას წვიმაზე მგრძნობიარე შუშის საწმენდები და ავტომატური შორი განათების მაშუქები აქვს.
2018 Honda Accord Hybrid - 5ლ.
Honda Accord-ი საშუალო ზომის ავტომობილების სეგმენტში ყოველთვის პოპულარული იყო. ის ამ სიაში მოხვედრილ რამდენიმე ავტომობილზე ეკონომიურია.
2018 წლის Accord ჰიბრიდს ტევადი სავარძლები, დიდი საბარგული და თავდაჯერებული მართვადობა აქვს. აჩქარება არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ, მაგისტრალებზეც კი მას ნელ ავტომობილს ვერ ვუწოდებთ. სანდოობისა და შეჯახების ტესტებში კი საუკეთესო შედეგებს აჩვენებს.
2018 წლის მოდელებს, განურჩევლად საფეხურის, აქტიური უსაფრთხოების ბევრი სისტემა აქვს. თუმცა, მეორადი ავტომობილების ბაზარზე EX მოდელის შეძენა სჯობს, რომელსაც საინფორმაციო-გასართობი სისტემა, Apple CarPlay და Android Auto აქვს. კიდევ უფრო მაღალი საფეხურის მოდელს ტყავის საფარი, Wi-Fi ჰოთ სფოთი, უსადენო დამუხტვა, გაცხელებადი და გაგრილებადი სავარძლები აქვს.
2018 Toyota Avalon Hybrid - 5.88ლ.
თუ დიდი ზომის ჰიბრიდულ ავტომობილს ეძებთ, მაშინ Toyota Avalon-ი საუკეთესო ავტომობილია. 2019 წელს ის სრულიად განაახლეს. თუ მიმდინარე მოდელი მოგწონთ, მაშინ მისით უნდა დაიწყოთ. მთლიანობაში კი 2018 წლის მოდელი ჯობნის და მისი ფასი მეორადი ავტომობილების ბაზარზე საკმაოდ ხელმისაწვდომია.
Avalon Hybrid მდიდრული სალონი, ფართო სავარძლები და რბილი მართვადობა აქვს.
Toyota-ს აჩქარებას ვერ მოვუწონებთ. საბარგულის ზომაც კონკურენტებისას ჩამოუვარდება. მისი მართვა მარტივია, ფლობა ეკონომიური, უსაფრთხოა და სანდო. 2018 წლის მოდელს ტყავის საფარი, გათბობადი სავარძლები, 7-ინჩიანი სენსორული ეკრანი, Bluetooth-ი, Siri Eyes Free და სხვა სისტემები აქვს.
2019 Toyota Camry Hybrid - 4.52ლ.
თუ სრულყოფილ ჰიბრიდს ეძებთ, მაშინ Toyota Camry საუკეთესო არჩევანია. ის ეკონომიური და ტევადია. მას დიდი საბარგული და კარგი აჩქარება აქვს. მართვის დინამიკაც სასიამოვნოა. შეჯახების ტესტებში კი საუკეთესო შედეგებს აჩვენებს.
2019 წლისთვის Toyota-მ Camry ჰიბრიდი მთლიანად გარდაქმნა. ამიტომ თქვენ მიიღებთ მეორად ავტომობილს, რომელიც უახლესი მოდელისგან მხოლოდ მცირედით განსხვავდება. 2019 წლის მოდელს Apple CarPlay, Amazon Alexa, Wi-Fi ჰოთ სფოთი და უსაფრთხოების სისტემები აქვს.
მართალია, Camry ჰიბრიდი ამ სიაში საუკეთესოა, მაგრამ ის სრულყოფილი არ არის. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი ძალური აგრეგატი რეაგირებას აგვიანებს და მისი სალონი კონკურენტებისას ჩამოუვარდება. თუმცა, სინამდვილეში ეს ყველაფერი დეტალებია და Toyota Camry სოლიდური არჩევანია.