როგორ გაყიდა Toyota-მ 55 წელიწადში 50 მილიონი Corolla
Aa
Aa

როგორ გაყიდა Toyota-მ 55 წელიწადში 50 მილიონი Corolla

მაშინ, როდესაც Corolla Cross-ის გამოსვლას ველოდებით, დრო გვაქვს გავიხსენოთ როგორ მიაღწია Toyota Corolla-მ საოცარ წარმატებას.

Toyota-ს 50 მილიონზე მეტი Corolla ჰყავს გაყიდული. 50 მილიონი ნებისმიერი ერთეულის წარმოდგენაც კი რთულია. ხოლო, როდესაც Toyota Corolla-ს ნახევარ საუკუნოვან წარმატებას ვიხსენებთ, აღქმა შედარებით მარტივდება. ბოლო 55 წლის განმავლობაში მოდელი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც Corolla უკანა ამძრავი იყო დიდი დრო გავიდა. ახლა ამ სახელით წარმოებულ ელექტრო მოდელს ველოდებით, რომელიც ქროსოვერის კლასი იქნება. თუ „კოროლას“ ისტორიას კარგად არ იცნობთ არ იდარდოთ. ქვემოთ ზუსტად ამ მოდელის თაობებზე მოგიყვებით.

1. 1966: პირველი თაობა


პირველი თაობის Corolla იაპონიაში 1966 წელს გამოვიდა. მოდელმა აშშ-ს სანაპიროებს 1968 წელს მიაღწია. ის საკმაოდ ეკონომიური ავტომობილი გახლდათ. პირველი Corolla 1.1-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. გასათვალისწინებელია ის, რომ „კოროლას“ აშშ-ში კონკურენციის გაწევა ‘69 წლის Chevy Camaro Z28-სთან უწევდა. ამის მიუხედავად, Toyota-მ შტატებში თავი მაინც დაიმკვიდრა.

2. 1970: მეორე თაობა


მეორე თაობის დასახვეწად Corolla ზომებში გაიზარდა და ამერიკულ მოთხოვნებთან თანხვედრაში უფრო მეტად მოვიდა. ახლა მას 73-ცხენისძალიანი 1.2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. წარმატებული მოდელის სახელი კი სწორედ ამ თაობამ მოიპოვა. მისი შეძენა ავტომატური კოლოფითაც იყო შესაძელებელი. მოგვიანებით მწარმოებელმა უფრო მძლავრი - 88-ცხენისძალიანი 1.6-ლიტრიანი ვერსიაც წარადგინა. მოდელი სპორტული ავტომობილების მოყვარულთა სეგმენტზე იყო გათვლილი.

3. 1974 მესამე თაობა


მესამე თაობის Corolla წინა მოდელის ტრენდს იმეორებდა. ის ზომებში კიდევ უფრო გაიზარდა და მისი შეძენა სამი აგრეგატით იყო შესაძლებელი. ამ თაობას Fastback და Liftback ვერსიებიც ჰქონდა. ამგვარი მოქნილობა კი მოდელს პოპულარობის მოპოვებაში კიდევ უფრო დაეხმარა.

4. 1979 მეოთხე თაობა



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 80-იანებში. მეოთხე თაობის Corolla ბაზრის ახალი მოთხოვნების მიხედვით შეიცვალა. იმ პერიოდში ამ მოდელის დიზაინი ფუტურისტულად ითვლებოდა. ის შემდეგი ძრავებით გამოდიოდა: ქვედა განლაგების აირგამანაწილებლის მქონე 1.8-ლიტრიანი 75-ცხენისძალიანი ძრავა ან 1.6-ლიტრიანი ზედა განლაგების აირგამანაწილებლიანი აგრეგატი, რომელიც 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამ თაობის მოდელების ინტერიერში სავარძლებს პოზიციის დამახსოვრება შეეძლო. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი თაობის Corolla-ა, რომელიც სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე მიმართავდა.

1983: მეხუთე თაობა


მეხუთე თაობის „კოროლა“ იაპონიაში 1983 გამოვიდა, ხოლო ამერიკაში ის ორი წლის შემდეგ გამოჩნდა. ახალი მოდელი წინა ამძრავი გახლდათ. საბედნიეროდ Toyota-ს ამ მოდელის ყველა ვერსია წინა ამძრავი არ გამოუშვია. მწარმოებელმა მოგვიანებით ლეგენდარული AE-შასის მანქანები შექმნა. უკანა წამყვანი AE85 და AE86 ვერსიები დრიფტის სამყაროს მონა ლიზად მოგვევლინა და ამ საავტომობილო სუბკულტურაში უდიდესი გავლენა იქონია.

1987: მეექვსე თაობა


მიუხედავად იმისა, რომ AE86-მა უკანა ამძრაობა შეინარჩუნა, მეექვსე თაობაში მოდელი სრულად წინა წამყვანი გახდა. ეს დრიფტის მოყვარულებისთვის ცუდი ამბავი იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 1987 წელს გამოშვებული Corolla მოსაწყენი ავტომობილი იყო. ახალი სრულად ამძრავი All-Trac სისტემა მწარმოებელს რალის ეტაპებში თავის დასამკვიდრებლად დაეხმარა. ეს ტექნილოგია კი Corolla-მაც მიიღო.

1991: მეშვიდე თაობა


თუ 90-იანებში გაიზარდეთ, მაშინ Corolla-ს გაგონებაზე ეს მოდელი გაგახსენდებათ. მეშვიდე თაობის „კოროლა“ აშშ-სთვის 1993 წელს გამოვიდა და მას სპორტული ხასიათი სრულად ჩამოსცილდა. ის უფრო საოჯახო ავტომობილად გამოდგებოდა. მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსს სწორედ მეშვიდე თაობის Corolla-მ ჩაუყარა საფუძველი.

1995: მერვე თაობა


მერვე თაობის წარმოება 1995 წელს დაიწყო, მაგრამ ის აშშ-ს ბაზარზე 1998 წლამდე არ გამოჩენილა. Toyota-ს წინა მოდელის წარმატება ჯერ კიდევ მოჰყვებოდა, როდესაც მასობრივი მოწონება მერვე თაობით კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ასწიეს. ამ თაობაში მწარმოებელმა პოპულარული 1ZZ-FE 4-ცილინდრიანი ძრავა გააცნო საზოგადოებას. ამ ძრავისგან ნაწარმოები ახალი აგრეგატები კი Toyota-ს თანამედროვე მოდელებში გვხვდება. აგრეგატის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ცვლადი ფაზების აირგანაწილების კონცეფციის გამოყენება გახლდათ, რომელსაც მწარმოებელი VVT-i-ს უწოდებს.

2000: მეცხრე თაობა


შტატებში მეცხრე თაობის Corolla 2003 წელს გამოჩნდა. ამ მოდელში აქცენტი მეტი კომფორტის შექმნაზე იყო გაკეთებული. ცენტრალური კონსოლი 14-დისკიანი მოწყობილობით იყო აღჭურვილი. კორპუსის ზომის ზრდამ კი გაყიდვებზეც იმოქმედა. მიუხედავად ამისა, კონსერვატული დიზაინი ნაკლებად გამორჩეული გახლდათ.

2006: მეათე თაობა


მეათე თაობის კოროლა წინა მოდელისგან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული არ გახლდათ. არც მისი ამერიკის ნაპირებზე გამოჩენა იყო დროული. ძრავების არჩევანში ის Camry-სგან აღებულ 2.4-ლიტრიან აგრეგატსაც ითავაზებოდა. ფართო იყო ოფციათა სიაც.

2012: მეთერთმეტე თაობა


მეთერთმეტე თაობის Corolla დაბალი კლასის ავტომობილებისთვის ტექნოლოგიურად საკმაოდ დახვეწილი გახლდათ. მას ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და Toyota-ს Safety Sense-P სისტემა გააჩნდა. გაუმჯობესებული ინტერიერის მქონე მოდელმა მომხმარებელთა გულები კიდევ უფრო დაიპყრო, რაც გაყიდვების ზრდაში ითარგმნა.

2018: მეთორმეტე თაობა


„კოროლას“ ამჟამინდელი თაობის დებიუტი შტატებში 2019 წელს შედგა. ის უფრო სპორტულ და ისტორიულ გზას დაადგა. Toyota Corolla GR-ის გამოსვლა კი შემადგენლობას კიდევ უფრო მოქნილს და საინტერესოს ხდის. თითქოს ეს ყველაფერი AE86-თან გვაბრუნებს.

მსგავსი სიახლეები