ხელნაკეთი Subaru Forester Ute-ი სახალისოდ მოუწესრიგებელი ავტომობილია
Aa
Aa

ხელნაკეთი Subaru Forester Ute-ი სახალისოდ მოუწესრიგებელი ავტომობილია

ის გასაყიდადაა გამოტანილი და მისაბმელიც მოჰყვება.

კუსტარულად წარმოებული შემოქმედებები მუდმივად საინტერესოა, რადგან ისინი ყველაზე განსხვავებულები არიან და რას გთავაზობენ არ ვიცით. ზოგ ადამიანს კი საკმაოდ გაბედული გეგმები აქვს და ეს Subaru Forester-იც სწორედ ამ კატეგორიაში ეწერება. ის მსუბუქი შასის მქონე ფურგონად არის გადაკეთებული და Facebook Marketplace-ზე გასაყიდადაა გამოტანილი.

არც თუ ისე ესთეტიკური ვიზუალის მიუხედავად, კრემისფერ Subaru-ს უგზოობაში სასიარულოდ მოდიფიცირება ჩაუტარდა. ავტომობილის უკანა მხარე ისეა გადაჭრილი, რომ ის სატვირთოს მოგვაგონებს. რაც ყველაზე უცნაურია, სატვირთო ნაწილსა და სალონს არანაირი გამყოფი არ აქვს. უკან არსებული მისაბმელიც Forester-სგანაა დამზადებული და მანქანის შეძენის შემთხვევაში დამატებითი საბარგულიც გექნებათ. მეპატრონე ამ ყველაფრის სანაცვლოდ 3500$-ს ითხოვს.

ავტომობილმა ცხოვრება 2001 წლის Forester-ად დაიწყო და 236 000 მილი დაფარა. ასეთი გარბენის მიუხედავად, როგორც განცხადებიდან ვიგებთ, ის „იდეალურად მუშაობს“. მოდელი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, გამათბობლით, რადიოთი და კონდიციონერითაა აღჭურვილი. მცირე ზომის სატვირთომ ოთხი ახალი ბორბალი, ახალი კბილა ღვედი, ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადები და წყლის ტუმბო მიიღო. ამის შემდეგ კი უგზოობაში სასიარულოდ აუცილებელი გაუმჯობესებები ჩაუტარდა.

მის თავზე Yakima-ს კალათა და 42-ინჩიანი განათების ძელია განთავსებული. 15-იან დისკებზე 2.5სმ-იანი ადაპტერებია დამატებული. დისკებზე BFGoodrich K02 საბურავებია გადაკრული. უკეთესი ხმისთვის კი ჩამხშობი აქვს მოცილებული. ავტომობილის ერთადერთი პრობლემა „check-ის“ ნათურაა. მიუხედავად ამისა, მისი ფლობა ძალიან ბევრ მოყვარულს კარგ დროს გაატარებინებდა.

მსგავსი სიახლეები