Aa Aa
7 სექტემბერი 2021  |  11:39

ელექტრო Porsche Mission R-ი მომავლის სარბოლო ავტომობილია

1,000 ცხენის ძალაზე მეტი და 911 GT3 Cup-ის მსგავსი მონაცემები.

Porsche-ს ელექტრიფიცირების მისია წარმატებით მიმდინარეობს. მათ კომპანიის პირველი სარბოლო ელექტრო ავტომობილი გამოუშვეს. Mission R კონცეპტი მომავლის ხედვაა: ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სარბოლო ავტომობილი, რომელიც შიგაწვისძრავიანებს არ ჩამოუვარდება. მისი დებიუტი მიუნხენის ავტოშოუზე შედგება.

Mission R-ს ახალი თაობის ელექტრო მოტორები აქვს, რომლებიც ჯამში 1 073 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი ოთხივეწამყვანია. 0-100კმ/სთ-მდე 2.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 300კმ/სთ. მთლიანობაში, Porsche ამტკიცებს, რომ ამ კონცეპტის შესაძლებლობები Porsche 911 GT3 Cup-ისას ემთხვევა.

900-ვოლტიანი ტექნოლოგიის წყალობით, ავტომობილი 75%-მდე მხოლოდ 15 წუთში იმუხტება. ექსტერიერის დიზაინში მნიშვნელოვანი აეროდინამიკული ელემენტებია. სამი ჟალუზი თითოეული ჰაერის შემწოვში და ორსექციიანი უკანა ფრთა.

რაც შეეხება ნედლეულს, ძირითადად ბუნებრივი ბოჭკოვანი პლასტმასია გამოყენებული. უსაფრთხოების სტრუქტურა კი კარბონის კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული, რაც სარბოლო ავტომობილში მძღოლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. Mission R-ის სიმაღლე 1190 მილიმეტრია, სიგრძე - 4,326მმ, სიგანე -1,990 მმ.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე Porsche ამ კონცეპტის სერიულ წარმოებაში ჩაშვებას არ აპირებს. განიხილება მისი რომელიმე სარბოლო სერიაში გაშვება, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. უნდა ველოდოთ, რომ Mission R-ში გამოყენებულ ტექნოლოგიას მომავალში სერიული წარმოების ავტომობილებში ვიხილავთ.

შემოუერთდით CrystalAuto-ს Facebook ჯგუფს!

გაზიარება: