მსოფლიოში პირველი Lamborghini STO ლას ვეგასში დაიმტვრა
როგორი უიღბლობაა!
პირველი Lamborghini Huracan STO-ს მიწოდება აშშ-ს სადილეროში განხორციელდა და მალევე ეს ექსკლუზიური მოდელი ლას ვეგასში დაიმტვრა.
ეს Huracan STO საავტომობილო კომპანია Royalty Exotics-ისგან იყო ნაქირავები და აშშ-ში ის ერთადერთი ეგზემპლარი გახლდათ. გაურკვეველია თუ როგორ მოახერხა მძღოლმა ეს ყველაფერი, თუმცა, როგორ ჩანს ის ჯერ ტროტუარის კიდეს დაეჯახა, შემდეგ კი გზის განაპირას არსებულ თხრილში ჩავარდა. შემთხვევა ჰუვერ დემთან ახლოს, ნევადაში მოხდა.
Royalty Exotic Cars-მა ამბავი საკმაოდ დინჯად მიიღო და მათი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის აღდგენის სამუშაოები მყისიერად და უპრობლემოდ დაიწყეს. ის კი ვინც, ამ მანქანის შეკეთების ხარჯებს გადაიხდის ნამდვილად ცოდოა.
Huracan STO Lamborghini-ს უახლესი „სუპერქარია“, რომელიც სპეციალურად სარბოლო ტრეკისთვისაა შექმნილი. ის 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 640 ცხენის ძალასა და 565 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრის ეს რაოდენობა კი საკმარისია იმისთვის, რომ STO 0-დან 100-მდე 3 წამში აჩქარდეს. გასათვალისწინებელია, რომ მოდელი უკანა წამყვანია. მისი ფასი კი 323 000$-დან იწყება.