როგორ შევაკეთოთ ბზარებად დამსკდარი საბურავები
Aa
Aa

როგორ შევაკეთოთ ბზარებად დამსკდარი საბურავები

დეტალური გზამკვლევი

ჩვენს საყვარელ საბურავებზე მცირედი დამსკდარი ბზარის დანახვაც საკმარისია, რომ ხასიათი გაგვიფუჭდეს. ეს ცვეთისა და გალევის თვალსაჩინო ნიშანია, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.

როდესაც საქმე ასეთი ტიპის საბურავების შეკეთებაზე მიდგება, ყველა ხელოსანი მის შეცვლას გირჩევთ. თუმცა ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და თან სხვა მხრივ ნორმალური საბურავი უნდა გადააგდოთ. ამის ნაცვლად DIY მეთოდები არსებობს, რომლებიც ნამდვილად მუშაობს!

მცირე ზომის დამსკდარი ბზარების შეკეთება საჰერმეტიზაციო მასალით ან სხვა დამცავი შემავსებლით არის შესაძლებელი, რაც კოლოსალური თანხების გაღებასთან არ არის დაკავშირებული.

იმ შემთხვევაში თუ ჩხირკედელაობა გიყვართ, თან გამოგდით და ხელების დასვრაზეც არ დარდობთ, მაშინ ბზარებად დამსკდარი საბურავების სახლის პირობების შეკეთების შესახებ მოგიყვებით.

სახლის პირობებში საბურავის შეკეთებას მცირე დრო, მოთმინება და ძალისხმევა სჭირდება. გამოსადეგი მასალებითა და ცოტაოდენი შრომით თქვენ დიდი თანხის გადახდას გადაურჩებით. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ასეთი საბურავების შეკეთების ორი გზა არსებობს. ორივე მათგანი მუშაობს, მაგრამ მათი სწორად შესრულება აუცილებელია.

პირველი მეთოდი: შინაგანი ბზარების საჰერმეტიზაციო მასალებით შეკეთება


თუ თქვენს საბურავზე არსებული ბზარები პატარა ზომისაა, მაშინ ეს მეთოდი საუკეთესოა. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჰერმეტიზაციო მასალა, რომელსაც იყენებთ, დახეთქილი რეზინის ბზარების შესავსებლად სპეციალურად უნდა იყოს გამოშვებული. შეუსაბამო მასალის გამოყენება კი შედეგს ვერ მოგცემთ.

რა ხელსაწყოები გვჭირდება?
ამ მეთოდისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

• საბურავისთვის გამოშვებული საჰერმეტიზაციო მასალა;
• საბურავის წნევის მაჩვენებელი;
• ტუმბო;
• ბორბლის ქანჩის გასაღები ან სარტყამი ქანჩსახრახნი.

ნაბიჯი 1: გააგრილეთ ავტომობილი
ავტომობილი მართვისას ხურდება. საბურავების გზასთან ურთიერთქმედება კი საბურავების გახურებასაც იწვევს. ცხელ საბურავებზე მუშაობა კი რთულია. სწორედ ამიტომ პირველი ნაბიჯი მუშაობისთვის მომზადებას ეხება.

ნაბიჯი 2: მოხსენი საბურავი
არ აქვს მნიშვნელობა რომელ მეთოდს იყენებთ - საბურავის მოხსნა მათზე სამუშაოდ მაინც დაგჭირდებათ. შემავსებლის დატანა ბორბლის მოხსნის გარეშე გაგიჭირდებათ. ასწიეთ მანქანა და მოხსენით საბურავები, რათა მუშაობისას წვდომა მის შიგთავსზეც და გარეგანზეც იდეალურად შეგეძლოთ.

ნაბიჯი 3: გამოიკვლიეთ
პრობლემაზე მუშაობამდე ჯერ დაზიანების დონე უნდა შეაფასოთ. მას შემდეგ, რაც პრობლემაზე წარმოდგენა შეგექმნებათ უკვე სამოქმედო გეგმაზე იფიქრებთ. მიხვდებით რომელი ადგილია უფრო კრიტიკული და პირიქით.

ნაბიჯი 4: მოემზადეთ და იმოქმედეთ
მას შემდეგ, რაც დაზიანებას შეაფასებთ შემავსებელი მასალის მომზადება შეგიძლიათ. ყველა საჰერმეტიზაციო მასალას თავისი მომზადების წესი აქვს, ზოგს კი საერთოდ არაფერი სჭირდება.

სანამ მას დანიშნულებისამებრ გამოიყენებთ აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას. ინსტრუქციების გაგების შემდეგ კი შემავსებელი იმ ინფორმაციის შესაბამისად უნდა გამოიყენოთ, რასაც ინსტრუქციაში გაეცანით. ეს შესაძლოა სარქვლის ღეროში ფრქვევანას ან საქშენის გამოყენებას გულისხმობდეს.

ნაბიჯი 5: საბურავის დაბერვა
შემავსებელი მასალის დატანის შემდეგ საბურავი უნდა გაბეროთ და წნევის მაჩვენებლის მეშვეობით სწორ წნევაზე დააყენოთ.

ნაბიჯი 6: დამონტაჟება და მართვა

მას შემდეგ, რაც საბურავს გაამზადებთ დააბრუნეთ ის თავის ადგილას და ავტომობილით მცირე მანძილზე გადაადგილდით. გადაადგილება შემავსებელი მასალის ცირკულაციისთვისაა საჭირო, რა დროსაც ის შიგნით არსებულ დამსკდარ ბზარებს ავსებს. თუმცა, თუ ინსტრუქცია მართვას არ დაგავალდებულებთ, მაშინ ეს არც დაგჭირდებათ.


მეთოდი 2: გარეგანი ბზარების დამცავი საშუალებით შევსება


მეორე მეთოდი დიდი ზომის ბზარების შესავსებად საუკეთესოა. ის რეზინის მდგომარეობას აახლებს და მას ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

რა ხელსაწყოები გვჭირდება?
ამ მეთოდისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
• დიდი ღრუბელი;
• წყლის შლანგი;
• საბურავის დამცავი საშუალება;
• საბურავის ცხიმგამცლელი საშუალება.

ნაბიჯი 1: გააგრილეთ ავტომობილი
ისე, როგორც პირველ მეთოდში, საბურავის და ავტომობილს გაგრილება აქაც აუცილებელია. ცხელ საბურავთან მუშაობა არამხოლოდ დისკომფორტის, არამედ საფრთხის შემცველიცაა.

ნაბიჯი 2: მოხსენით და დააკვირდით
ასწიეთ ავტომობილი და მოხსენით მას დაბზარული საბურავი. ზედმიწევნით დაათვალიერეთ ის და ბზარების აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ადგილები. თუ დარწმუნდებით იმაში, რომ დაზიანებული ადგილები შეკეთებას ექვემდებარება მაშინ უკვე მოქმედებაზე უნდა გადახვიდეთ.

ნაბიჯი 3: ცხიმისგან გაწმენდვა
საბურავის ცხიმგამცლელ საშუალებებს თავისი ინსტრუქცია მოჰყვება, თუმცა, მისი გამოყენება ძირითადად დიდი ზომის ღრუბლით საბურავზე სპეციალური საშუალების წასმას გულისხმობს. მოაცილეთ ჭუჭყი ბოლომდე ისე, რომ არ გამოგრჩეთ ადგილები.

ნაბიჯი 4: გარეცხეთ
გააჩერეთ ცხიმის გამწმენდი საშუალება საბურავზე გარკვეული დროის განმავლობაში. შემდეგ კი აიღეთ სუფთა ჩვარი და გაწმინდეთ ზედაპირი. ამის შემდეგ კი ძირფესვიანად გარეცხეთ საბურავი წყლის შლანგით და დადეთ გასაშრობად.

ნაბიჯი 5: საბურავის დამცავი საშუალება
ამ საფეხურზე გადასვლისას საბურავი აუცილებლად მშრალი უნდა იყოს. დამცავი საშუალება მთლიან საბურავზე უნდა დაიტანოთ. მისი შეძენა კი საბურავის ტიპის მიხედვით უნდა მოხდეს.

ნაბიჯი 6: დამონტაჟება
დამცავი საშუალების ძირფესვიანად წასმის შემდეგ საბურავი ადგილზე უნდა დააბრუნოთ. იმ შემთხვევაში თუ ბზარებს ისევ დაინახავთ, ეს პროცესი თავიდან უნდა გაიაროთ. მეორე მეთოდი შედარებით დიდხანს გრძელდება. შესაბამისად, მის შესასრულებლად დამატებითი დროის გამონახვა მოგიწევთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბზარებად დამსკდარი საბურავები

იმისათვის, რომ საბურავი დროზე ადრე არ დაზიანდეს რამდენიმე საშუალება არსებობს. მათი სიცოცხლისუნარობის გახანგრძლივებაში კი ჩამოთვლილი გზები დაგეხმარებათ:
• გაწმინდეთ საბურავები რეგულარულად:
• გამოიყენეთ მანქანის გადასაკრავი (რათა მზის სხივები არ მოხვდეს საბურავს);
• არ დატოვოთ მანქანა უმოძრაოდ დიდიხნით;
• არ შეიძინოთ იაფფასიანი საბურავები;
• მუდმივად შეამოწმეთ საბურავების წნევა;
• გამოიყენეთ საბურავის დამცავი საშუალებები თვეში ერთხელ;
• რეგულარულად აწარმოეთ საბურავებზე დაკვირვება.

ბორბალი კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა. ის ავტომობილის შეუცვლელი ნაწილია. საბურავების მოვლა კი საჭიროა და ის არჩევანს არ წარმოადგენს. დაიმახსოვრეთ, რომ ბზარებად დამსკდარი საბურავები მის სიცოცხლისუნარიანობაზე მოქმედებს. თუ საბურავებში ხშირად ფული ხარჯვა არ გსურთ, მაშინ მათი შეკეთება საუკეთესო გამოსავალია!

მსგავსი სიახლეები