991-თაობის ბოლო Porsche 911 Speedster-ის გაყიდვით შემოსული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება
Aa
Aa

991-თაობის ბოლო Porsche 911 Speedster-ის გაყიდვით შემოსული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება

991-თაობის ბოლო Porsche 911 Speedster-ი აუქციონზე გაიყიდება და მისი საწყისი ფასი $275,750 იქნება.

ბოლო Porsche 911 991 თაობიდან განსაკუთრებული რამდენიმე მიზეზის გამოა. ის 1948 წლის სპიდსტერებიდან ბოლოა. RM Sotheby's Online Only-ზე გაიყიდება და შემოსული თანხა Covid-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაირიცხება.

Porsche 911 Speedster მეშვიდე თაობისაა. მას სახურავი და უკანა ფრთა არ აქვს. 4.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს. შესანიშნავ ძრავას ძველ-მოდური 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ერთვის. ბოლო 911 სპიდსტერი დეკემბერში აიწყო და შტუტგარტ-ცუფენჰაუზენიდან 991-ის თაობის ბოლო 911 იყო. ვერცხლისფერია და Heritage Design-ის პაკეტი აქვს. ოდომეტრი 32კმ-ს აჩვენებს. საწყისი ფასი $275,750, მაგრამ, გამორიცხული არაა, რომ მყიდველმა ბევრად მეტი გადაიხადოს.  

მანქანის კომპლექტაციაში სპეციალური შეკვეთით დამზადებული Speedster Heritage Design Chronograph-ი Porsche Design-ისგან შედის. სალონში კონიაკისფერი ტყავის დეტალებია. მანქანას 991-თაობის ბოლო 911-ის შასის ნომერიც აქვს.

აუქციონის გამარჯვებულს Porsche-ს Weissach-ის განვითარების სათაო ოფისში დაპატიჟებენ და კულისებს უკან შეახედებენ. სატესტო ტრეკს დაათვალიერებინებენ. მათ კომპანიას ფრანკ-შტეფენ ვალიზერი და ანდრეას პროინინგერი - GT ხაზის ხელმძღვანელები გაუწევენ. Porsche Cars North America-ს დირექტორი კლაუს ცელნერი აუქციონში გამარჯვებულს მანქანას სპეციალურ ღონისძიებაზე თავად გადასცემს.  სავარაუდოდ, ეს ღონისძიება სოციალური დისტანცირების განკარგულების გაუქმების შემდეგ შედგება.

მსგავსი სიახლეები