კონორ მაკგრეგორს Lamborghini-ს $3.6-მილიონიანი იახტა ჰყავს
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორს Lamborghini-ს $3.6-მილიონიანი იახტა ჰყავს

რაც მართალია, მართალია... კონორ მაკგრეგორმა მშვენივრად იცის როგორ გაერთოს და რაში დახარჯოს ფული.

UFC-ის ვარსკვლავმა გასულ წელს $180 მილიონი გამოიმუშავა და მის კოლექციას კიდევ ერთი დიდებული სათამაშო შემატა: $3.6 მილიონიანი Lamborghini 63 იახტა!

Lamborghini 63-ს ზედმეტსახელად ზღვის სუპერქარი უწოდეს. მას თვინ V12 ძრავა აქვს, რომელიც 4000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 24-ტონიანი იახტის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 113კმ/სთ-ია.

ერთი შეხედვითაც ადვილი მისახვედრია, რომ ამ იახტაზე Lamborghini-მ იმუშავა. Lamborghini 63-ი Sian-ის ფერშია. კონსტრუქცია კი ძირითადად კარბონისაა. ფანჯრების დიზაინი კუთხოვანია. ფორმები კომპანიის ჰექსაგონურ ფილოსოფიაში ბოლომდე ჯდება. საჭე Aventador-ისას ჰგავს, სავარძლები - Huracan Evo-დან.

Tecnomar-მა და Lamborghini-მ თანამშრომლობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოაცხადეს. მათ ჯამში 63 იახტა უნდა აეწყოთ. რატომ კონკრეტულად 63? Lamborghini 1963 წელს დაარსდა და სწორედ ამის აღნიშვნა სურდათ. მაკგრეგორმა იახტა ოქტომბერში შეუკვეთა. მისი ირლანდიური ვისკის კომპანიის პატივსაცემად, მეთორმეტე ეგზემპლარი მისცეს. კომპანია Proper No. Twelve მაკგრეგორმა 2018 წელს დააარსა. შემდეგ კი $150 მილიონად გაყიდა.

„ჩემთვის დიდი პატივია მხოლოდ 63 ეგზემპლარიდან ერთის - ნომერ 12-ის ფლობა“. - დაწერა მაკგრეგორმა Instagram პოსტში.

მაკგრეგორს სხვა ძვირადღირებული სათამაშოებიც ჰყავს: Lamborghini Aventador-ი, Urus-ი, McLaren 650S-ი, Rolls-Royce Ghost-ი, Rolls-Royce Phantom Drophead Coupe, Bentley Continental GT, BMW i8 და ა.შ. Land Rover Discovery-ით კი მას შვილები სკოლაში დაჰყავს.

 

მსგავსი სიახლეები