Aa Aa
10 სექტემბერი 2021  |  10:32

არანორმალური ავტომობილები Mad Max-იდან აუქციონზე იყიდება

წარმოიდგინეთ ავტოფარეხი, რომელშიც ეს 13 გიჟური ავტომობილი დგას!

ავტომოყვარულთათვის Mad Max: Fury Road საინტერესო ფილმია. არა იმიტომ, რომ მასში სწრაფი ავტომობილებია გამოყენებული, არამედ იმიტომ, რომ იქ ვერც ერთ სტანდარტულ მოდელს ვერ ნახავთ. უკვდავ ჯოს და მის რაზმს ბევრი შეშლილი ავტომობილი ჰყავთ.

Warner Bros-ის დიზაინერის მიხედვით, ავტომობილები ავსტრალიის ეზოებში დაყრილი იპოვეს. რა თქმა უნდა, ფილმში ყველა მათგანი ვერ მოხვდა. ჯამში 13 ავტომობილი შეარჩიეს. ახლა კი ფილმში გამოყენებული ავტომობილები ავსტრალიაში Lloyds Classic Car Auctions-Asia Pacific აუქციონზე იყიდება. როკ კონცერტზე წასვლა გსურთ? მაშინ Doof Wagon-ი თქვენთვის იდეალური არჩევანია. ოღონდ დარწმუნდით, რომ ელექტრო გიტარაც ადგილზე იყოს.

დიახ ! Gigahorse-იც იყიდება. ეს ავტომობილი სრულიად კომპიუტერულ გრაფიკაში აწყობილს ჰგავს, მაგრამ ეს ასე არაა. ორადგილიანი '59 Cadillac-ი დგას სატვირთოს ძირზე. ზემოდან კი 2 V-8-ძრავიანი „შევროლე“ ადგას. ეს მანქანა ფილმში ბევრ ტრიუკს ნამდვილად არ ასრულებს, მაგრამ მხოლოდ იმის ყურებაც კი სასიამოვნოა, თუ როგორ მიდის ის უდაბნოს ქვიშაში.

აუქციონზე ასევე იყიდება: War Rig, Nux Car, Convoy Car: Elvis, Convoy Car: Flamer, Razor Cola, Pole Car, Sabre Tooth, Fire Car, Caltrop: El Dorado, Buggy: Ratrod Chev, და Buick: Heavy Artillery.

ცამეტივე იყიდება, თუმცა, მათ ცალ-ცალკე ვერ იყიდით. Lloyds-ის აუქციონი კლიენტებს სრულ კონფიდენციალურობას სთავაზობს. აუქციონი შეძენილ ავტომობილებს მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში გააგზავნის. ასევე თანხას ნებისმიერ ვალუტაში იღებს, მათ შორის, კრიპტოვალუტაშიც.

შემოუერთდით CrystalAuto-ს Facebook ჯგუფს!

გაზიარება: