რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
ელექტრო ავტომობილის მფლობელებს და მათ, ვისაც შეძენა სურთ, უპირველეს ყოვლისა გამძლეობის პრობლემა აწუხებთ. თუმცა, დიდი ნაწილი ავტომობილის უსაფრთხოებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ბატარეები საკმაოდ აალებადია. გარდა ამისა, ავტომობილს ბევრი ელექტრო სისტემა აქვს. ერთი შეხედვით, შიშის საფუძველი ნამდვილად არსებობს. სინამდვილეში ისინი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც სხვა ყველა ავტომობილი. ყველა მათგანი თანამედროვე უსაფრთხოების ფუნქციებითაა აღჭურვილი.
ავარიისას უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყველა ელექტრო ავტომობილი უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ისევე, როგორც დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები.
ძლიერი სტრუქტურა და რამდენიმე უსაფრთხოების ბალიში ავარიის შემთხვევაში კარგად იცავს. ბატარეის გამო ავტომობილი უფრო მძიმეა და ავარიისას მეტი ენერგიის ჩაყლაპვა სჭირდება, ამიტომ მის კონსტრუქტორებს უფრო მეტი შრომა უწევთ იმისთვის, რომ ავტომობილი, რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს.
მთავარი პრობლემა ცეცხლია. რამდენიმე წლის წინ მომხდარმა ავარიებმა, რომლის დროსაც ელექტრო ავტომობილები ბოლომდე დაიწვა, ბევრი ადამიანი შეაშინა. ალბათ ფიქრობთ, რომ შეჯახების დროს შიგაწვის ძრავა უფრო საშიშია, მით უმეტეს ისეთი აალებადი ნივთიერებით, როგორიც ბენზინია. თუმცა, ელექტრო და შიგაწვის ძრავები შეჯახებისას თანაბრად საშიშია.
ყველაზე დიდი პოტენციური პრობლემა ლითიუმის იონის ბატარეის თერმული უმართაობაა. ეს იმას ნიშნავს, თუ ერთი უჯრედი ზედმეტად გადახურდა, დაზიანდა, ის სულ უფრო ცხელდება. შენახულ ენერგიას იყენებს და 1000 ცელსიუსის გადაჭარბებით იწვის. მისი მომატებული სიცხე მეზობელ უჯრედებს აზიანებს. ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და სულ უფრო მეტი უჯრედი იწვის.
ეს დღეს არც ისე საშიშია, როგორადაც ჟღერს. თანამედროვე ელექტრო ავტომობილების ბატარეები სულ უფრო იხვეწება და სულ უფრო ნაკლები შანსია, რომ რაიმე ზემოთნახსენები მოხდეს. ბატარეა შეჯახებისგან საკმაოდ კარგადაა დაცული.
საბედნიეროდ, ელექტრო ავტომობილებს უსაფრთხოების სისტემა აქვს, რომელიც ავარიის შემთხვევაში ყველა მაღალი ვოლტაჟის კაბელს აზიანებს და ელექტრობა ავტომატურად წყდება.
ხმის გამომცემი მოწყობილობა
რა თქმა უნდა, ელექტრო ავტომობილების უსაფრთხოებაზე მხოლოდ მისი მფლობელები არ ფიქრობენ. ეს პრობლემა ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებსაც აწუხებთ. ელექტრო ავტომობილებს ხმა არ აქვს. ამიტომ ნაკლებ ყურადღებას იპყრობს. ეს განსაკუთრებით ქალაქის ქუჩებშია საშიში, სადაც მაღალ სიჩქარეს ვერ განავითარებ და საბურავების ხმაც არ ისმის. 2015 წელს კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრო ავტომობილები 40%-ით უფრო ხშირად ეჯახებოდნენ ქვეითებს.
2019 წლის 1 ივლისიდან კანონით ითხოვენ, რომ ელექტრო ავტომობილს სპეციალური ხმის გამომცემი სიგნალი ჰქონდეს. ავტომობილების უმეტესობას ორი მოწყობილობა აქვს. ისინი წინა და უკანა ბამპერის უკანაა მოთავსებული. რაღაც სიჩქარეზე ეს მოწყობილობები იმავე ხმას გამოსცემს, რასაც შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები იმავე სიჩქარეზე. პარკირების დროს კი დაბალ ხმას გამოსცემს.
შეიძლება ელექტრო ავტომობილის წვიმაში დამუხტვა?
ეს საკმაოდ ხშირად დასმული შეკითხვაა. წყალი და ელექტრობა ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობა. ამ შემთხვევაში კი წვიმაში ავტომობილი დასამუხტად შეერთება კატასტროფას არ წარმოქმნის.
დასაწყისისთვის, დასამუხტი პორტი კარგადაა დაცული. ითვალისწინებს იმას, რომ შესაძლოა მასში გარკვეული რაოდენობის წყალი ან ჭუჭყი მოხვდეს. ავტომობილს დენი არ მიეწოდება მანამდე, სანამ მისი სისტემა არ დარწმუნდება იმაში, რომ შემაერთებლებში წყალი არ არის. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტომობილის დამუხტვა ამინდის ნებისმიერ პირობებში უსაფრთხოა.