Aa Aa
13 აპრილი 2020  |  16:19

5 საინტერესო ფაქტი, რაც Porsche-ს ექსკლუზივების შესახებ არ იცოდით

Porsche კომპანიის გულშემატკივრებს ყველაზე საინტერესო ექსკლუზივებს სთავაზობს. სპეციალური განყოფილება მომხმარებლების განსაკუთრებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს: სკამებზე იმ ემბლემებს გამოსახავენ, რომლებიც დამკვეთს სურს. ექსტერიერის ფერიც დამკვეთის სურვილზეა დამოკიდებული. ამ სტატიაში შეხვდებით ყველაზე საინტერესო დეტალებს „პორშეს“ ექსკლუზივის შესახებ.

Turbo S

Turbo S ახლა ჩვეულებრივი ავტომობილია, რომელიც სტაბილურად იწარმოება, თუმცა ეს 1992 წელს სხვაგვარად იყო. სულ 86 ეგზემპლარი პირველი თაობის 911 Turbo S (964) შეიქმნა, რომელსაც 375 ცხენის ძალა ჰქონდა და Turbo-სთან შედარებით 180 კილოგრამით ნაკლებს იწონიდა. შეზღუდული რაოდენობის გამო, 2016 წელს პირველი თაობის Turbo S 1.25 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 ნებისმიერი ფერი რომელიც მოგწონთ

„პორშეს“ ექსკლუზივის წყალობით თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ნებისმიერი ფერის ექსტერიერი, რასაც მოისურვებთ. 200 ფერის საღებავი უკვე არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ მათგან არცერთი მოგწონთ, დამატებაც შეიძლება. შემდეგ კი სალონის ნაქარგების ფერი უნდა აირჩიოთ. სულ 15 ვარიანტი გაქვთ.

თქვენი საკუთარი კონსულტანტი

თუ თქვენი ავტომობილის მოდიფიცირებას გადაწყვეტთ, მაშინ „პორშე“ საკუთარ კონსულტანტს გამოგიყოფთ. თქვენ უამრავი არჩევნის გაკეთების საშუალება ექსტერიერში, ინტერიერში და სულ მცირე დეტალებშიც კი გექნებათ. ამაში თქვენი პირადი კონსულტანტი დაგეხმარებათ.

დეტალები

„პორშეს“ ექსლუზივთან ერთად ნებისმიერი დეტალის შეთანხმება შეგიძლიათ. მაგალითად, ახალი 911 Turbo S ექსკლუზიური სერიისთვის, შეგიძლიათ კარბონის დეტალები და პანელები შეუკვეთოთ წარწერით Exclusive Manufaktur, რომლის დამზადებასაც 3 კვირა დასჭირდება.

ახალი მეთოდების გამოგონება

„პორშე“ ექსკლუზივმა ვერ შეძლო Turbo S-ისთვის ახალი დიზაინის ტექნიკის მქონე დისკების შექმნა, ამიტომაც მისთვის ახალი დიზაინი მოიგონეს. დისკები ჯერ ოქროსფრად შეღებეს (ეს ოქროსფერი Turbo S ექსკლუზივის საფირმო ფერია) და შემდეგ ზემოდან შავი საღებავი გადაატარეს.

 

გაზიარება: