რომელია საუკეთესო საბურავი თქვენი SUV-სთვის?
Aa
Aa

რომელია საუკეთესო საბურავი თქვენი SUV-სთვის?

კარგი და ცუდი საბურავების ერთმანეთისგან გარჩევისთვის საჭირო ცოდნა მემკვიდრეობით არავის მოგვყვება. როდესაც SUV-ისთვის ან „ოფროუდერისთვის“ საბურავებს ვარჩევთ ფასით ვხელმძღვანელობთ და ეს გადამწყვეტი ფაქტორია. ჩვენ კი აქ იმისთვის ვართ, რომ აგიხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია სხვა პარამეტრები მაშინ, როდესაც რეზინებს არჩევთ. ამ ეტაპზე იაფფასიანი სალტეების მარტივად ცვეთადობა და გრძელვადიან პერსპექტივაში არარენტაბელური გადაწყვეტილება გვერდზე გადავდოთ. ამაზე უფრო მთავარი უსაფრთხოება გახლავთ. თქვენი ავტომობილი გზის ზედაპირს სწორედ ამ ნაწილით ეხება და მასზე უამრავი რამ არის დამოკიდებული - აჩქარება, გაჩერება, მოხვევა, დატვირთვისადმი გამძლეობა და ა.შ. შესაბამისად, იაფიანი საბურავების დაყენება სულ კარგი გამოსავალი არ არის.

გამძლეობა


საბურავების შერჩევისას მყიდველი „ონლაინ“ ან პირადად შეძენისას დიდ ყურადღებას გარანტიის ვადებს აქცევს. ეს ის გავლილი მანძილი ან დროის პერიოდია, სადამდეც მწარმოებელი გვპირდება, რომ საბურავი შესაცვლელი არ გახდება. ამისათვის მწარმოებელი ე.წ. ცვეთადობის მაჩვენებელს იყენებს, რომელიც საბურავზეა დატანილი. ეს ამერიკულ სტანდარტს წარმოადგენს. სალტე, რომელსაც ცვეთადობის მაჩვენებელი 400 აქვს ნიშნავს, რომ ის სატესტო საბურავზე 400-ჯერ უფრო დიდხანს ძლებს. რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უფრო ნაკლებად გაცვდება საბურავი. სურათზე Michelin Defender LTX M/S-ის საბურავებია ნაჩვენები, რომელსაც 110 000კმ-იანი გარანტია აქვს, ხოლო მისი ცვეთადობის მაჩვენებელი 800-ს შეადგენს.

შემადგენლობა / მასალა




რამდენიმე წლის წინ საბურავის სიძლიერის განსაზღვრის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროტექტორებისა და გვერდულას რაოდენობა გახლდათ. დღეს მჭიდრო პოლიეთერითა და ფოლადის გვარლით მწარმოებლები უფრო ძლიერ სალტეებს ნაკლები ფენებით აწყობენ. შედეგად, საბურავის წონა შემცირდა. მსუბუქი საბურავი უკეთესი სამართავია და მის დასატრიალებლად ნაკლები საწვავია საჭირო. მიუხედავად ამისა, რეზინის შემადგენლობა, განსაკუთრებით პროტექტორებში და გვერდულებში, მოჭიდებაში, გამძლეობასა და უსაფრთხოებაში დიდ როლს ასრულებს.

ზედა სურათში ერთ-ერთი ამერიკული ავტომოილის ქარხნული საბურავია. როგორც ხედავთ, უგზოობაზე და გრუნზე სიარულისგან საბურავების პროტექტორები გაჭრილი, ალაგ-ალაგ გაცვეთილია. დროთა განმავლობაში ეს ადგილები კიდევ უფრო გაფართოვდა და არამარტო მოხვევისას და დამუხრუჭებისას წარმოშობს პრობლემას, არამედ გზაზე გადაადგილებისას ხმაც გაიზრდება. Defender LTX M/S საბურავები კი უფრო გამძლე შემადგენლობითაა წარმოებული, რომელიც უგზოობაზე სიარულს მეტად იტანს. ამ საბურავის გაჭრა მარტივი არ არის და თანაც ულტრაიისფერი სხივების წინააღმდეგაც მედეგია.

პროტექტორების სიღრმე


პროტექტორის სიღრმე საბურავის პოტენციური სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელია, თუმცა არა ერთადერთი. სალტე რომლის პროტექტირების სიღრმეც 12/32 დიუმით და მისი ცვეთადობის კოეფიციენტი 800 იქნება, სავარაუდოდ უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე 15/32-დიუმიანი, 600-იანი ცვეთადობის მაჩვენებლიანი საბურავი. ამიტომ, პროტექტორის სიღრმის განსაზღვრამ არ უნდა მოგატყუოთ.

პროტექტორის ტიპი, ყველა ტიპის ამინდის, ტალახისა და თოვლის რეიტინგი


ზემოთ ნაჩვენებ Defender LTX M/S-ს მთისა და ფიფქის ბრენდირებით არ არის წარმოდგენილი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სალტე მკაცრი ზამთრის პირობებისთვისაა შექმნილი. სარჭის ხვრელები, ზედმეტად დიდი ფორები და რეზინის სპეციალური შემადგენლობა ხშირად „ფიფქის“ რეიტინგის შემადგენლობის ნაწილია. Defender LTX M/S-ს ტალახისა და თოვლის რეიტინგი აქვს, რაზეც M+S ბრენდირება მიანიშნებს. ეს კი ზამთრისა და ტალახის პირობებისთვის სტრუქტურის ისეთგვარ შერჩევას გულისხმობს, რომ მოჭიდება მუდმივად შენარჩუნებული იქნეს.

მოჭიდების რეიტინგი


უამრავ ინფორმაციასთან ერთად, რომელთა სტანდარტიზაციაც აშშ-ს Department of Transportation National Highway Traffic Safety Administration-მა შეიმიშავა, სალტეებზე ცვეთის, მოჭიდებისა და ტემპერატურის რეიტინგებიცაა გამოსახული.

მოჭიდების კოეფიციენტის განსაზღვა სპეციალურად მომზადებული გამოცდის შემდეგ ხდება. საბურავებს, როგორც სველ, ისე მშრალ ზედაპირებზე ტესტავენ. მოჭიდების მაღალი მაჩვენებელი მოხვევის სიმკვეთრეს და მუხრუჭის მანძილის გაუმჯობესებას აპრიორი არ ნიშნავს. ის, მოჭიდების თვალსაზრისით, პროტექტორების წარმადობასა და პოტენციალზე მიგვითითებს. თუ საბურავს მოჭიდების მაჭალი კოეფიციენტი აქვს, მაშინ ის სველ ამინდში და ექსტრემალურ სიტუაციებში მეტად სანდო იქნება.

მოჭიდების საფეხურები C, B, A და AA-თ აღინიშნება. ყველაზე მაღალი საფეხური AA გახლავთ. ზემოთ ნახსენებ Michelin Defender LTX M/S-ს A-ს აღნიშვნა აქვს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. AA ტიპის საბურავები უფრო მეტად სპორტული დანიშნულების გახლავთ და ის მაქსიმალურ მოჭიდებას უზრუნველყოფს.

ტემპერატურის რეიტინგი

სალტის გვერდულაზე დატანილ რეიტინგებს შორის ტემპერატურის ხარისხიც შეგხვდებათ. ეს მაღალ სიჩქარეზე საბურავის სიცხის მიმართ მედეგობას გვიჩვენებს. C რეიტინგი ნიშნავს, რომ ავტომობილის სიჩქარე 136-დან 160კმ/სთ-მდე უნდა იყოს შეზღუდული; B რეიტინგი 160-185კმ/სთ-ს აღნიშნავს. A რეიტინგი კი გვიჩვენებს, რომ საბურავს 185კმ/სთ-ით და მეტით შეუძლია გადაადგილება. ქარხნული ავტომობილების ნაწილს B რეიტინგის სალტეები მოყვება. Michelin Defender LTX M/S-ს კი A რეიტინგი აქვს.

დატვირთვა და ტვირთვის მოცულობა


სურათზე მოცემული საბურავის დატვირთვისა და წნევის სტანდარტი მხოლოდ კანადისთვის და აშშ-სთვის არის შემუშავებული. ამ მონაცემის გარჩევა ყველაზე მარტივი გახლავთ, რადგან ეს შეფასება საკმაოდ გასაგებადაა სალტეზე გამოსახული. როგორც ხედავთ, საბურავის მაქსიმალური დატვირთვა 1150კგ-ით არის განსაზღვრული, ხოლო წნევა 44Psi-თ.

საბურავის ამ ადგილას ხშირად შეხვდებით LT წარწერასაც, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სალტე მსუბუქი სატვირთოსთვის არის გამოშვებული. როგორც წესი, LT საბურავებს უფრო მეტი დატვირთვა და წნევა აქვთ და თუ თქვენ მძიმე წონიანი საგნების გადაზიდვას დააპირებთ, მაშინ ეს პარამეტრი აუცილებლად უნდა გაითვალისიწნოთ.

ეკონომიურობა და სხვა ფაქტორები


საბურავების შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სალტეს ტიპი, პროტექტორები, სისქე, სიმძიმე და სხვა პარამეტრები საწვავის მოხმარებაზე აუცილებლად იმოქმედებს. მაგალისთვის გეტყვით, რომ ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე არასტანდარტულად ვიწრო საბურავები და დისკები ყენდება. ეს ყველაფერი ენერგიის მოხმარებასა და ეფექტიანობაზე ახდენს გავლენას.

უმნიშნელოა თუ არა საბურავის ტიპი საწვავის მოხმარებაზე? როგორც მოგეხსენებათ, ზემოთ ერთ-ერთი ამერიკული ავტომობილის ქარხნული და Michelin Defender LTX M/S-ი განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ უამრავ სხვა პლიუსთან ერთად, Defender LTX M/S-ით აღჭურვილი ავტომობილი 100კმ-ზე 5-დან 10%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარდა. ეს კი რამდენად დიდი მაჩვენებელია თავად უნდა გადაწყვიტოთ.

მსგავსი სიახლეები