ორიგინალური სტილის კომპაქტური ჰეჩბექი: 2020 წლის Hyundai Veloster
Aa
Aa

ორიგინალური სტილის კომპაქტური ჰეჩბექი: 2020 წლის Hyundai Veloster

2020 წლის Hyundai Veloster-ი ხელმისაწვდომი ფასის კომპაქტური ავტომობილია, რომელიც თავისი 3-კარიანი სტილით გამოირჩევა. წინა ორ კართან ერთად, ამ მანქანას, მგზავრის გვერდითა მესამე კარი აქვს, რომელიც უკანა სავარძლების მგზავრებისთვის მანქანაში ჩაჯდომასა და გადმოსვლას აადვილებს. მანქანის დაკიდების სისტემა ერთმანეთს კომფორტულობასა და ადეკვატურობას უთავსებს. არჩევითი ტურბო ძრავა მართვადობას ბევრად აუმჯობესებს. სამწუხაროდ, საბაზისო აგრეგატი არც თუ ისე სასიამოვნო მართვადობას გვთავაზობს. 

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

2020 წელს ბარგისთვის სივრცე ყველა მოდელისთვის სტანდარტულია. Turbo მოდელზე ტელეფონების უსადენო დამტენია ხელმისაწვდომი. Turbo R-Spec-ის შემთხვევაში თქვენ უხილავი წერტილის მონიტორინგს და უკანა მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემას მიიღებთ. Turbo Ultimate ვერსიას მექანიკური გადაცემათა კოლოფი აღარ აქვს.

ფასი

  • 2.0 (მექანიკური): $19,530
  • 2.0 Premium (ავტომატური): $23,730
  • Turbo R-Spec (მექანიკური): $24,080
  • Turbo DCT: $26,380
  • Turbo Ultimate DCT: $29,080

Veloster-ის საბაზისო მოდელი კარგად აღჭურვილია. ის 17-იან დისკებზეა. „პროჟექტორის-სხივური“ წინა მაშუქები და გათბობადი, ადაპტირებადი გვერდითა სარკეები აქვს. ყველა მოდელზე Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია. სტანდარტულია მძღოლის დამხმარე ფუნქციებიც, როგორებიცაა წინა შეჯახებაზე გაფრთხილება და ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა. თუ ბიუჯეტში შეზღუდული არ ხართ, მაშინ Turbo DCT უკეთესი არჩევანია. მას უხილავი წერტილის მონიტორინგი, ლიუკი, ახალი აუდიო სისტემა და 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი აქვს. გარდა ამისა, მისი აგრეგატი ბევრად სახალისოა, ვიდრე საბაზო ვერსიის.

 

ძრავა და მართვადობა

Veloster-ის მყიდველებს ძალური აგრეგატის ორი არჩევანი აქვთ. საბაზისო ძრავა 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანია, რომელიც 147 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ყველა ტურბო ვერსია 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა, რაც 201 ცხენის ძალას გულისხმობს. ძალა წინა თვლებს ეგზავნება. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ან 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მესამე არჩევანია 7-სიჩქარიანი DCT.  Veloster Turbo Ultimate 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით 100კმ/სთ-მდე 7.1 წამში ადის და მაქსიმალური სიჩქარე 237კმ/სთ-ია. სტანდარტული აგრეგატი ცუდი არაა, თუმცა ხმაურიანია. ამ მანქანისგან სიამოვნების მისაღებად ტურბო ძრავა კარგი არჩევანია.

საწვავის მოხმარება

EPA-ს თანახმად, Veloster ჰეჩბექები 100კმ-ზე ქალაქში 8.4 ლიტრ საწვავს, ტრასაზე კი თითქმის 7ლიტრს მოიხმარს. არჩევითი ტურბო ძრავით ეს მონაცემებია 8.7ლიტრი/7ლიტრი. საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია, მაგრამ ამ სეგმენტში მისი ზოგიერთი კონკურენტი უფრო ეკონომიურია, მაგალითად, Kia Forte და Honda Civic-ი.

ექსტერიერი და ინტერიერი 

ერთი შეხედვით, Veloster-ი თავისი სამი კარით, ორიგინალურად გამოიყურება. კარგად თუ დააკვირდებით, 2020 წლის მოდელის ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ჰარმონია იგრძნობა. მანქანას ფართო უკანა ნაწილი და ბადეს მსგავსი ცხაური აქვს, რომელიც მეტალის თხელი ფენით ან პლასტმასითაა დაფარული. გვერდიდან მანქანა 2-კარიან ფურგონს ჰგავს. ხელმისაწვდომი კონტრასტული შავი სახურავი კარგი არჩევანია. უკანა ფარები ცოტა დიდად მოგეჩვენებათ.

ამ მანქანის არასაბაზისო ვერსიები სტილის დამატებით დეტალებს ნიშნავს. ეს შეიძლება იყოს უფრო დიდი დისკები, სხვა ფერის სახურავი და ა.შ. Turbo-ს ვერსიებს უკან მაყუჩის წყვილი მილი აქვს.

Veloster-ის სალონი 4 ადამიანს იტევს. ინტერიერში გამოყენებული მატერია კარგი ხარისხისაა. თუმცა, ზოგიერთი დეტალი პლასტმასისაა. სალონის ესთეტიკა საკმაოდ სასიამოვნოა, მაგრამ ამ სეგმენტში უკეთესიც არსებობს. ორკარიანი ჰეჩბექისგან განსხვავებით, Veloster-ს მძღოლის მხარეს ერთი გრძელი კარი, მგზავრის მხარეს კი ორი პატარა კარი აქვს. ეს მანქანაში ჩაჯდომასა და გადმოსვლას ამარტივებს. პატარა ჰეჩბექისთვის საბარგულის სივრცე საკმაოდ დიდია და უკანა სავარძლების დაკეცვით, ის 2-ჯერ უფრო იზრდება.

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

Veloster-ის საბაზისო მოდელს 6-დინამიკიანი აუდიო სისტემა აქვს. სენსორული ეკრანი 7-ინჩიანია. ბლუთუზი სტანდარტულია და მობილური ტელეფონის ხმამაღ რეჟიმზე გამოყენების საშუალებას იძლევა. Apple CarPlay და Android Auto ასევე ყველა მოდელისთვის სტანდარტულია. დამატებითი არჩევითი ფუნქციები უსადენო დამტენს, 8-ინჩიან სენსორულ ეკრანს, ინტეგრირებულ ნავიგაციასა და გაუმჯობესებულ აუდიო სისტემას მოიცავს.

 უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

2020 წლის Hyundai Veloster-ს National Highway Traffic Safety Administration-ისა და Insurance Institute for Highway Safety-ის შემოწმება ჯერ არ გაუვლია, თუმცა, მანქანას მძღოლის საკმაოდ ბევრი დამხმარე სისტემა აქვს. მათგან ზოგი სტანდარტულია, ზოგიც პაკეტის მიხედვით არჩევითი:

  • სტანდარტული წინა შეჯახების გაფრთხილება
  • სტანდარტული ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილება და ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა.
  • არჩევითი უხილავი წერტილის მონიტორინგი
  • არჩევითი უკანა მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა

შეჯამება

2020 წლის Hyundai Veloster-ი არის კომპაქტური ავტომობილი სტანდარტული ფუნქციებით. ექსტერიერიც და ინტერიერიც დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერაფრით გამოირჩევა. დადებითი მხარეები, როგორც ყველას, ამ ავტომობილსაც აქვს. მგზავრობისას მუსიკის მოსმენის მოყვარულთათვის ამ მანქანას კარგი აუდიო სისტემა აქვს. თუ ეძებთ მცირე ზომის ხელმისაწვდომი ფასის ავტომობილს, რომლის მართვაც სასიამოვნოა, მაშინ 2020 წლის Veloster-ი კარგი არჩევანია.  

მსგავსი სიახლეები