ნახეთ: სპარსული ხალიჩით გაფორმებული “ჟიგულის” მოდელი
ნამუშევარი გეორგი მაკაროვს ეკუთვნის
მთელი რუსეთის მასშტაბით საბჭოთა ეპოქის მრავალი ნაშთია შემორჩენილი. მათგან ზოგიერთი ისეთი უჩვეულოა, როგორც ძველი სპარსული სტილის ხალიჩით გაფორმებული “ჟიგული”.
საბჭოთა რუსეთში წარმოებული პოპულარული მანქანის მოდელი მთელ მსოფლიოშია ექსპორტირებული. იგი ყოველთვის საიმედო სატრანსპორტო საშუალებად ითვლებოდა, რომელიც ნებისმიერ წნეხს უძლებდა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. თუმცა მაინც საბჭოთა კავშირის მრავალი სიმბოლოდან ერთ-ერთი მათგანია და მას შემდეგ ვერც ჰპოვა განვითარება… თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა ვარიაციებს – მათ შორის, უნიკალური VAZ 27011, ძველი სპარსული სტილის ხალიჩით დაფარული ნიმუში, რომელიც ოდესღაც საკმაოდ ტრენდული იყო კომუნისტურ ქვეყნებში.
ნამუშევარი გეორგი მაკაროვს ეკუთვნის, ავტომობილების მოყვარულს, რომელსაც სურდა იაფი და ამავდროულად გამორჩეული მოდელი შეექმნა. მან ძველი რუსული მანქანებისადმი სიყვარული მამამისისგან მიიღო, რომელიც 30 წელია ავტომობილების აღდგენაზე მუშაობს და რეტრო მანქანების ექსპერტია.
წყარო: marketer.ge