ეს წყლის მოტოციკლი ამერიკული კუნთების V8 ძრავითაა აღჭურვილი
კარგად მოეჭიდეთ!
V8 ძრავები ყოველმხრივ საინტერესოა, მათი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაში ხილვა კი ამაღელვებელი. ათწლეულების განმავლობაში ავტომობილისთვის განკუთვნილი ძრავებით ნავების აღჭურვა არც ისე ხშირი შემთხვევა იყო. თუმცა, სურათზე ნაჩვენები ტრანსპორტი საკმაოდ არაორდინალურია და მასზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.
ამჯერად ავტომობილის V8 ძრავა წყლის მოტოციკლში მოხვდა. Strand Craf.-ის ცნობითმ V8 Daytona GT-ი მსოფლიოში პირველი 8-ცილინდრიანი წყლის მოტოციკლია. მიუხედავად იმისა, რომ რეალური სურათები ჯერ არ არსებობს, პროექტი უკვე დაძრულია.
Strand Craft-ის მიერ გაჟღერებული გიჟური იდეები უცხო არ არის. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ 166 და 122-ის სახელით რამდენიმე მილიოინი დოლარის ღირებულების იახტა შექმნა, რომელიც სხვა სამყაროდან გეგონებათ. ერთ-ერთ მოდელს მანქანის ფარეხიც კი აქვს.
V8 Daytona GT-ი 6.2-ლიტრიანი კომპრესორიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც გლუვი კორპუსი მალავს. კომპანია ცხენის ძალებისა და მაბრუნი მომენტის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, მაგრამ სავარაუდოა, რომ აგრეგატს მინიმუმ 600 ცხენის ძალა ექნება.
ზემძლავრი ძრავის გარდა, Daytona GT-ი სათავსოებით, ამორტიზაციის მქონე სავარძლითა და პრემიუმ კლასის აუდიო სისტემით იქნება წარმოდგენილი. მოტოციკლის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია 15-ინჩიან სენსორულ მონიტორზე იქნება გამოსახული. მსურველები V8 Daytona GT-ს სხვადასხვა გაფორმებით შეძენას შეძლებენ.
სამწუხაროდ, ფასზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, არავინ იფიქროს, რომ ეს სათამაშო იაფთან მიახლოებულიც კი ეღირება.