Aa Aa
20 დეკემბერი 2021  |  10:11

9 ავტომობილი, რომლებზეც კრიშტიანუ რონალდუ უარს არასდროს იტყვის

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპორტსმენია. პროფესიული ბევრი რეკორდის გარდა, მას „ინსტაგრამზე“ გამომწერების რეკორდიც ეკუთვნის. არადა ერთ დროს ერთი უბრალო ბიჭი იყო მადეირადან.

2020 წელს „ფორბსმა“ განაცხადა, რომ  რონალდო გახდა პირველი მოქმედი სპორტსმენი, რომლის კარიერულმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამგვარი შემოსავლით, რა თქმა უნდა, მას შეუძლია თავი მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ავტომობილებით მოიწონოს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ავტომობილების რაოდენობას უკვე ვეღარც ითვლის. თუმცა, მის კოლექციაში რამდენიმე ავტომობილია, რომლებზეც პორტუგალიელი ფეხბურთელი არასდროს იტყვის უარს.

Bugatti Chiron

რონალდოს ავტომობილების კოლექციაში მის მაჩოურ ხასიათს ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, Bugatti Chiron-ი, მონსტრი ჰიპერქარი, რომლის W16 ძრავა 1479 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Chiron-ი 2017 წელს შეიძინა და მას სპეციალურად რონალდუსთვის დატანილი დეტალები აქვს, მაგალითად, CR7 ლოგო თავის მისადებებზე.

Bugatti Veyron Grand Sport Vitesse

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი Bugatti-ს გულშემატკივარია. კიდევ ერთი ავტომობილი მის კოლექციაში Bugatti Veyron Grand Sport Vitesse-ია, რომელიც ერთ დროს ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების როდსტერი იყო.

ამ ჰიპერქარის ღირებულება დღეს $2 მილიონია. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 2.6 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 408კმ/სთ. ავტომობილს ნარინჯისფერი ინტერიერი და შავი ექსტერიერი აქვს.

Ferrari F12 TDF

ეს ავტომობილი მხოლოდ 799 ეგზემპლარად გამოვიდა და ერთ-ერთი მათგანი რონალდოს ფარეხში დგას. TDF, რომელიც 'Tour De France'-ის შემოკლებაა, F12 Berlinetta-ს გაუმჯობესებული ვარიანტია.

მისი ატმოსფერული V12 ძრავა 769 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე კი დაახლოებით 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 340კმ/სთ. რონალდუმ შეკვეთილი ავტომობილი 2017 წლის სექტემბერში მიიღო. მისი ექსტერიერი ყვითელი დეტალებით იყო გაფორმებული.

McLaren Senna

McLaren Senna დღეს ერთ-ერთი საუკეთესო სუპერქარია, რომელიც ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის სახელს ატარებს. გასაკვირი არაა, რომ ეს ავტომობილი რონალდუს კოლექციაში მოხვდა. თუმცა, არაგვგონია, რომ რონის ის ტრეკზე ხშირად დაჰყავდეს.  

ეს ავტომობილი მხოლოდ 500 ეგზემპლარად არსებობს. ამგვარად, ის F12 TDF-ზე კიდევ უფრო იშვიათია.

Lamborghini Aventador

Lamborghini Aventador-ი შთაბეჭდილების მოსახდენად ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი დებიუტი 2011 წელს შედგა და მისი უბერებელი დიზაინი ადამიანების მოხიბვლას დღემდე ახერხებს. რომ აღარაფერი ვთქვათ ატმოსფერულ V12-ზე.

Aventador-ის ძრავა 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 2.7 წამში აღწევს. ამ ავტომობილს ხშირად მოუხერხებელი სავარძლების გამო აკრიტიკებენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანისთვის, რომელსაც იმდენი ავტომობილი ჰყავს, რომ ვეღარ ითვლის. სუპერვარსკვლავი ამ ავტომობილში მხოლოდ რამდენჯერმე შენიშნეს.

Rolls Royce Cullinan

ამ ავტომობილს დაუმუშავებელი მარგალიტის სახლი ჰქვია. Cullinan-ი მსოფლიოში ყველაზე მდიდრული სუვია. თანაც მას ისტორიული ბრენდი აწარმოებს, რომლებსაც დიდი მემკვიდრეობა აქვს.

ადამიანები Cullinan-ს მხოლოდ ფუნქციების გამო არ ყიდულობენ. ის სტატუსის განმსაზღვრელია. გასაკვირი არაა, რომ ამ ავტომობილმა რონალდუს ყურადღებაც მიიპყრო.

Ferrari Monza SP2

2021 წლის მაისში, მაშინ, როცა რონალდუ ჯერ კიდევ „იუვენტუსში“ თამაშობდა, მარანელოს ესტუმრა. სპეციალური ღონისძიების ფარგლებში ის Ferrari-ს გუნდის პილოტებს შარლ ლეკლერსა და კარლოს საინსს შეხვდა.  

იქიდან ხელცარიელი არ დაბრუნებულა და ჩვენ უბრალოდ სუვენირებზე არ ვსაუბრობთ. მან ხელს Ferrari Monza SP2 გამოაყოლა. ეს ავტომობილი მისი კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, როცა მიიღებს.

Mercedes Benz Brabus G V12 900

რონალდუს მეუღლე ჯორჯინა როდრიგესია. მან 35-ე დაბადების დღეზე ფეხბურთელს შეზღუდული წარმოების Mercedes Benz Brabus-ი აჩუქა, რომელიც მილიონ დოლარზე ძვირი ღირს. ეს ავტომობილი მხოლოდ 10 ეგზემპლარად არსებობს და მის შესაძენად ჯორჯინას კონტაქტების გამოყენება დასჭირდებოდა.

რონალდუმ ავტომობილი საჩუქრად 2020 წლის თებერვალში მშობლებისა და ოჯახის თანდასწრებით მიიღო. ამ ბედნიერი მომენტისა და ავტომობილის იშვიათობის გათვალისწინებით, არაგვგონია მასზე ფეხბურთელმა როდესმე უარი თქვას.

Bugatti Centodieci

ეს ავტომობილი მხოლოდ 10 ეგზემპლარად გამოუშვეს და მის შესაძენად თანხა მხოლოდ რონალდუს მსგავს სუპერვარსკვლავებს თუ ეყოფათ. რონალდუმ ის სერია A-ში ზედიზედ მეცხრე ტიტულის და „სამპდორიასთან“ გამარჯვების აღსანიშნავად შეიძინა.

Bugatti Centodieci-ს ექსტერიერი სრულიად განსხვავებულია და 1990-იანების Bugatti EB110 სუპერქარს მოგვაგონებს. Centodieci-ს Bugatti Chiron-ის W-16 ძრავის გაუმჯობესებული ვერსითაა წარმოდგენილი. Bugatti Chiron-ს 1500 ცხენის ძალა აქვს. Bugatti Centodieci-ს - 1600.

ამ ავტომობილმა ავტოფარეხში ადგილი Bugatti Veyron-ის, Chiron-ის,  Ferrari 599 GTB Fiorano-ს, Lamborghini Aventador-ის, Ferrari F43-ს, Ferrari 599 GTO-ს, Rolls-Royce Phantom-ის და სხვა გენიალური ავტომობილების გვერდით დაიკავა.

გაზიარება: