Toyota, Pontiac
Aa
Aa

გავიხსენოთ ყველა დროის ყველაზე სულელური რებრენდინგის ისტორია

Toyota, რომელიც Pontiac-ი გახდა და ისევ Toyota-დ იქცა... 

ავტოსამყაროში ბევრი საინტერესო ამბავი ხდება. თუმცა, ეს უფრო სულელური ისტორიაა, ვიდრე საინტერესო. ავტომობილი, რომელზეც გვინდა, რომ მოგიყვეთ, პოპულარული და საინტერესო ნამდვილად არაა, მაგრამ ის ყოველდღიურობისთვის საკმაოდ პრაქტიკულია და მას Toyota Matrix-ი ჰქვია, რომელიც 2002-2004 წლებში გამოდიოდა. ამ ავტომობილის ტყუპი ძმა Pontiac Vibe იყო, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ მათ მესამე ტყუპის ცალიც ჰყავდათ.

ხშირად მივიწყებული მესამე ტყუპი Toyota Voltz-ია და ამ ამბავს თავისი განმარტებაც სჭირდება.

მიუხედავად დამაბნეველი სახელისა, ეს ავტომობილი ელექტრო არ ყოფილა. Voltz-ი Pontiac Vibe-ს ჰგავდა, ცოტათი განახლებული და რებრენდირებული Toyota Matrix-ი. დამაბნეველია, არა? კიდევ უფრო დაგაბნევთ... რა გამოდის, რომ რებრენდირებული Toyota ბრენდირებული იყო, როგორც Toyota?

დიახ. ეს ასეა. რებრენდირებული Toyota იყო რებრენდირებული Pontiac-ი, რომელიც თვითონ იყო რებრენდირებული Toyota.

გაურკვეველი მიზეზით, Toyota-ს არ უნდოდა, რომ Toyota Matrix-ი იაპონიაში გაეყიდა. ის ბაზარზე მექანიკურად იდენტური Pontiac Vibe-ით ჩაანაცვლეს. თუმცა, ერთი პრობლემა იყო. Pontiac-ის სახელით გაყიდვა მარტივი მიზეზით არ შეეძლოთ: Toyota Pontiac-ი არ არის. ამიტომ, მათ Vibe-ს რებრენდინგი გაუკეთეს და მას Toyota Voltz-ი დაარქვეს.

თანაც ბევრი არაფერი შეუცვლიათ. GM-ის პანელები და Pontiac-ისთვის დამახასიათებელი ცხაურაც დატოვეს. არ შეუცვლიათ ლოგოს ფორმაც. ამჯერად ასო V ნიშნავდა Voltz-სა და არა Vibe-ს.

Voltz-ი Toyota’s Netz-ის სადილეროებში იყიდებოდა. სხვადასხვა სადილეროში მსგავსი მოდელების გაყიდვით, Toyota სხვადასხვა სეგმენტის დაპყრობას ცდილობდა. Netz-ს ახალგაზრდების ყურადღება უნდა მიეპყრო.  

ეს რეკლამა სწორედ Netz-მა გადაიღო და ის ცოტათი უცნაურია. შეიძლება საშიშიც. მასში ადამიანების ნაცვლად მანეკენები მონაწილეობენ.

კიდევ უფრო დასაბნევად Voltz-ის ინტერიერი უფრო Matrix-ისას ჰგავდა, ვიდრე Vibe-ისას.

ეს ისტორია რებრენდინგის სიგიჟის მთელ ამბავს ასახავს. არსებობს სხვა ავტომობილი, რომელსაც ჯერ რებრენდინგი გაუკეთეს და შემდეგ ისევ ორიგინალს დაუბრუნეს სხვა მოდელის სახელით? გახსენდებათ სხვა?

მსგავსი სიახლეები