BMW-მ ადამიანის სიცოცხლე იხსნა
Aa
Aa

BMW-მ ადამიანის სიცოცხლე იხსნა

ეს კაცი ჯერსი სითიდან მის მფარველ ანგელოზს ძალიან უყვარს. 31 წლის მამაკაცი ცათამბჯენის მეცხრე სართულიდან გადმოხტა, შავი BMW F30-ის სახურავზე დაეცა და... გადარჩა.

შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა და ისინი თვალებს არ უჯერებდნენ. მოტეხილხელიანი კაცი წამოდგა და იკითხა: „რა მოხდა?“ - ასე აღწერს მომხდარს ერთ-ერთი თვითმხილველი კრისტინა სმიტი.

„ავტომობილის უკანა შუშა ჩატყდა. შემდეგ კაცი წამოხტა და ყვირილი დაიწყო. ხელი ჩამოკიდებული ჰქონდა. შოკში ვიყავი. ფილმივით იყო“, - იხსენებს სმიტი.

მან 911-ში დარეკა. სასწრაფო დახმარებამ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერსი სითის სპიკერის თქმით, კაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

გამოძიების თანახმად, მამაკაცი იმ შენობაში არ მუშაობდა და არ იციან იქ რატომ იყო. პოლიციის თქმით, ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

გამვლელები მის დახმარებას ცდილობდნენ. კაცი კი ყვიროდა: „თავი დამანებეთ, სიკვდილი მინდა“. 

სავარაუდოდ, ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყო, რომელსაც ხელი BMW- შეუშალა. მამაკაცი კი ფსიქოლოგის დახმარებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები