სუვები „ფოლკსვაგენის“ ოჯახიდან: Porsche Macan VS Audi Q5
Aa
Aa

სუვები „ფოლკსვაგენის“ ოჯახიდან: Porsche Macan VS Audi Q5

ელიტარული კომპაქტური სუვები დღეს მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ისინი გარემოსადმი ადაპტირების კარგი უნარით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მართვის დინამიკით გამოირჩევიან. თუმცა კონკრეტულად რომელ ფუნქციაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ავტომობილის მარკაზეა დამოკიდებული.

 Porsche Macan-ი და Audi Q5 კომპანიებს შორის კორპორატიული დამოკიდებულების გამო ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ, სანამ „მაკანი“ ყურადღებას მანქანის სიარულის მანერაზე ამახვილებს, Q5-ისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებია მნიშვნელოვანი.

თუ ელიტარული მცირე ზომის სუვის ყიდვა გსურთ, ეს ორი ავტომობილი ყველაზე კონკურენტუნარიანია. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რომელი მათგანია უკეთესი.

 

ფასი

გამარჯვებული: Audi Q5

Audi Q5-ის მწარმოებლის ფასი არის $42,950. ეს ღირებულება არის Premium 45 TFSI Quattro მოდელისთვის. „მაკანის“ ყველაზე ხელმისაწვდომი არის ოთხივე წამყვანიანი მოდელი, რომლის ფასიც  $49,990-დან იწყება. ეს მოდელები ძნელად ხელმისაწვდომია. უფრო ადვილად იპოვით  Macan S-ს, რომლის ღირებულებაც $58,600-დან იწყება.

 

სანდოობა

გამარჯვებული: Porsche Macan

არაერთი რეიტინგის მიხედვით ,,მაკანს“ სანდოობაში  5-დან 5 აქვს.  Q5 -ს სამი ვარსკვლავი აქვს, რაც, რა თქმა უნდა, საშუალო მაჩვენებელია.  „მაკანს“ NHTSA-სგან (National Highway Traffic Safety Administration - ნაციონალური ტრასაზე მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია) უკან გაწვევა არ მიუღია. 2019 წლის მონაცემებით, „აუდის“ უკვე სამი გაწვევა აქვს. ორივე ატომობილს 4-წლიანი გარანტია აქვს .

 

სავარძლების მოსახერხებლობა

გამარჯვებული: Audi Q5

ორივე ავტომობილს მოსახერხებელი სავარძლები 5 ადამიანისთვის აქვს .

„მაკანს“ წინ ფეხებისთვის და თავისთვის საკმარისზე მეტი სივრცე აქვს, მაშინ, როცა უკანა სავარძლებში სივიწროეა. „აუდის“ სავარძლების გამოყენება კი თავისუფლად შეგიძლიათ.

ორივე ავტომობილს სტანდარტულად ტყავის საფარი აქვს. Q5-ის სავარძლები ტყავით მთლიანადაა დაფარული. „მაკანის“ ნაწილობრივ. ორივე ავტომობილის სავარძლების ადაპტირების 8 გზა არსებობს.

საბარგული

გამარჯვებული: Audi Q5

Audi Q5-ს 0.8მ³ სივრცე სავარძლებს უკან აქვს. სავარძლების დაკეცვა სივრცეს 1.7მ³-ამდე ზრდის. ეს ამ კლასის ავტომობილისთვის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

Porsche Macan-ის საბარგულის სივრცე ამ კლასის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. უკანა სავარძლებს უკან სივრცე 0.5მ³-ია. სავარძლების დაკეცვის შემთვევაში ეს სივრცე მხოლოდ  1.5მ³-ამდე იზრდება. ეს მაჩვენებლები ასეთი დაბალი „მაკანის“ სპორტული სტილის გავლენის გამოა, რაც დაბალ ჭერს და უხეშ უკანა შუშებს მოიცავს.

 

ინტერიერის ხარისხი

გამარჯვებული: ფრე

როცა საქმე ინტერიერის ხარისხს ეხება, ორივე ავტომობილი თანაბარია.  Range Rover-ები ამ ასპექტში ამ ორ მანქანას ჯაბნის. ნებისმიერი ვინც მაკანსა და Q4-ს ატარებს, სალონში რამდენიმე ნაკლს აღმოაჩენს.

ინტერიერის ფუნქციები

გამარჯვებული: Audi Q5

ორივე ავტომობილს შესანიშნავი ინფრომაციულ-გასართობი სისტემა მოჰყვება. თუმცა „მაკანის” შემთხვევაში დამატებითი თანხების გადახდა მოგიწევთ. Q5-ს ტყავის საფარი, სავარძლების გათბობა და საინფორმაცია-გასართობი სისტემები  Apple CarPlay და Android Auto აქვს.

„მაკანის“ სავარძლები ნაწილობრივაა ტყავით დაფარული და 8-გვარად ადაპტირებადია, მაგრამ დამატებითი ფუნქციებისთვის გადახდა მოგიწევთ.

ორივე ავტომობილს მოჰყვება განიავებადი წინა სავარძლები და განახლებული ტყავის საფარი. თუმცა Q5-ს მეტი სტანდარტული ფუნქციები აქვს.

 

აჩქარება

გამარჯვებული: Porsche Macan

საერთო აგებულების გამო, ორივე ავტომობილს 2.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვის 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 248 ცხენისძალას გამოიმუშავებს და ორივე მათგანს 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს.

განახლებულ Audi SQ5-ს და Porsche Macan S-ს ტურბოდაბერვის V6 ძრავა აქვთ. „აუდის“ 349 ცხენის ძალა აქვს, „პორშე“ კი  348 ცხენის ძალას  გამოიმუშავებს. Audi-ს გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანია, Porsche-ს კი - 7.

„მაკანი“ 100კმ/სთ-ამდე 4.9 წამში ადის, ხოლო Q5 - 5.9 წამში, რაც  „პორშეზე“ ერთი წამით ნაკლებია. 

 

საწვავის ეკონომია

გამარჯვებული: Audi Q5

Q5 ქალაქში 100კმ-ზე 10.7 საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი - 8.7 ლიტრს.  შერეული - 8.9 ლიტრს.   SQ5 ქალაქის პირობებში  12.4 ლიტს წვავს, ტრასაზე 9.8 ლიტრს და  შერეულ რეჟიმში 11.2 ლიტრს მოიხმარს.

საბაზისო  2019 წლის Porsche Macan ქალაქში 100კმ მანძილზე 12.4 ლიტრ საწვავს ხარჯავს. ტრასაზე - 10.23 ლიტრს და შერეულ რეჟიმში - 11.20 ლიტრს.  

საწვავის ეკონომიაში Q5 სულ ცოტათი უგებს „მაკანს“ 100კმ-ზე.

მართვადობა

გამარჯვებული: Porsche Macan

კარგი მართვადობა „პორშეს“ ბრენდის განმსაზღვრელია. მათ შეძლეს ეწარმოებინათ სუვები, სედანები და ფურგონები ისე, რომ ეს ნიშა არ დაეკარგათ . „მაკანი“ მოსახვევებში სუვისთვის გასაკვირად კარგად შედის. „აუდი“ მართვისას ყურადღებას კომფორტულობაზე ამახვილებს. ენთუზიასტებისთვის „მაკანი“ უკეთესი არჩევანია.

 

ყველგანმავალი შესაძლებლობები

გამარჯვებული: Porsche Macan

გარდა იმისა, რომ „პორშეს“ ტრასაზე რბოლებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, ის არასაგზაო პირობებს ასევე კარგად უმკლავდება.  „პარიზ-დაკარში“ მონაწილეობდა,  „ყველგანმავალი“ ღილაკი აქვს, რომელიც „მაკანის“ დაკიდების სისტემას გზის საფართართან შესაბამისს ხდის.

„პორშეს“ მსგავსად, ყველგანმავალი გამოცდილება „აუდისაც“ აქვს. მისი „კუატრო“ ოთხივეწამყვანიანი მოდელები რალის რბოლებისთვის შეიქმნა. თუმცა, დღევანდელი „კუატრო“ მოდელები ყოველდღიურ გამოყენებაზეა ორიენტირებული.  

 

უსაფრთხოება 

გამარჯვებული: დაუდგენელია

Audi Q5 უსაფრთხოების მაღალ რეიტინგებს აჩვენებს. NHTSA-ს შეფასება 5-დან 5-ია.  Q5-ს აქვს Pre Sense Basic და Pre Sense City ფუნქცია, რაც ქვეითების შენიშვნას და შეჯახების არიდებას მოიცავს.

Porsche Macan  NHTSA-ს ჯერ არ შეუმოწმებია. ამ ავტომობილს პარკირების სენსორები და ზოლიდან გადასვლის გაფრთხილება აქვს. 

 

და გამარჯვებულია ...

Porsche Macan

მიუხედავად იმისა, რომ Audi Q5 და Porsche Macan ერთნაირადაა აგებული, ისინი ორი განსხვავებული ავტომობილია. თითოეული თავისი ბრენდის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს. „მაკანი“ „პორშეს“ ვნებას გვიჩვენებს, რომელიც სუვშია მოთავსებული და არა 911-ში ან ბოქსტერში.

თუ უკანა სავარძლების გამოყენებას ხშირად აპირებთ „აუდი“ უკეთესი არჩევანია. თუმცა „მაკანის“ ყოველდღიური გამოყენება ნამდვილი ბედნიერებაა. სწორედ ამიტომ, ის ელიტარულ კომპაქტურ სუვებში მთავარ ჯილდოს იმსახურებს. 

მსგავსი სიახლეები