ისტორია დუბაიში მიტოვებული მდიდრული ავტომობილების უკან
შეზღუდული გამოშვების Ferrari Enzo, რამდენიმე Lamborghini, Porsche, Bentley, Nissan Skyline და Honda NSX. გაერთიანებულ საამიროებში აეროპორტებთან და პარკინგებზე მიტოვებულ ამ მდიდრულ ავტომობილებს ხშირად შეხვდებით.
სხვა ქალაქების პრობლემა შესაძლოა უმუშევრობა, ქურდობა და ბინების პრობლემები ყოფილიყო, მაგრამ დუბაის სულ სხვა პრობლემა აქვს. მდიდრული ავტომობილები, რომლებიც ქუჩებში მიტოვებულია და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
Gulf News-ის თანახმად, ამ ქალაქში ყოველ წელს 2,000 - 3,000 მდიდრულ ავტომობილს უბრალოდ აგდებენ მტვერსა და უდაბნოში.
სოციალური მედიის ბრაზი
მიტოვებული ავტომობილების სურათებმა, მათ შორის £1-მილიონიანი Enzo-ს სოციალური მედია დაიპყრო და ძალიან გააბრაზა. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დუბაიში იმდენად მდიდარი მცხოვრებლები არიან, რომ მათ მდიდრული ავტომობილები უბრალოდ ჰბეზრდებათ, ქუჩაში ტოვებენ და ახალს ყიდულობენ.
სინამდვილეში კი მიზეზი სულ სხვაა. გლობალური ეკონომიკური კრიზისი დუბაიზეც აისახა. ამ ავტომობილების უმეტესობა ემიგრანტებს ეკუთვნით, რომლებიც იქ „არაბული ოცნების“ ასრულებისთვის ჩავიდნენ. მათ დიდებული კარიერის აწყობა უნდოდათ, მაგრამ კრიზისმა მათ ცუდ დროს მოუსწრო.
Enzo-ს შემთხვევაში, მისი მფლობელი ბრიტანელი ემიგრანტი იყო, რომელმაც არა მხოლოდ მდიდრული სუპერქარი, არამედ დუბაიში მთელი ცხოვრება მიატოვა. მან სუპერქარის ფინანსური ვალდებულებების გადახდა ვერ შეძლო და პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გაქცევა მოუწია.
ბოლო 6 წლის განმავლობაში ქუჩაში უამრავი Ferrari, Koenigsegg-ი და BMW მიატოვეს იმის გამო, რომ ეკონომიკური კრიზისისას გაკოტრდნენ.
გაერთიანებულ საამიროებში ვალის არ გადახდა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ყველას, ვინც არ გადაიხდის, პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, გაქცევის შემთხვევაში საქმეში ინტერპოლიც ერთვება და ძებნა წითელი ცირკულარით ცხადდება.
თუმცა, როგორც ჩანს, ასე მხოლოდ ემიგრანტები არ გარბიან. „ვინ უფრო მდიდარია“ თამაშში ადგილობრივებიც აგებენ და გაქცევა მათაც უწევთ.
ერთ-ერთმა ბრიტანელმა ემიგრანტმა თქვა, რომ „მდიდრული ავტომობილების ქუჩაში დატოვებაში მხოლოდ ემიგრანტების დადანაშაულება არ შეიძლება. ეკონომიკური კრიზისის გამო ადგილობრივებიც გარბიან. კრიზისი მხოლოდ უცხოელ მუშებზე არ აისახა“.
„ბევრმა დიდი სესხი გამოიტანა ავტომობილებისთვის. როცა მდგომარეობა გართულდა, გადახდა ვერ შეძლეს და ვალები დაედოთ. უცხოელები და ადგილობრივებიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“.
ავტომოყვარულებს მდიდრული ავტომობილების შედარებით დაბალ ფასად შეუძლიათ. როცა ავტომობილებს პოლიცია იპოვის, მფლობელს მხოლოდ 15 დღე აქვს იმისთვის, რომ უკან დაიბრუნოს, თუ არადა ისინი აუქციონზე იყიდება.
ზოგიერთ ავტომობილს მთავრობა გაცილებით დაბალ ფასად ყიდის. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ წელს ათასობით ავტომობილს ტოვებენ, აუქციონებზე კარგი გარიგების პოვნა შეიძლება.