4 განიერკორპუსიანი Ford Mustang-ი
Ford-ს განიერკორპუსიანი Mustang-ის ვერსია ქარხნულად არასდროს გამოუშვა, თუმცა, Ford-ის გულშემატკივრებმა ოცნებების რეალობად ქცევა მაინც შეძლეს. განიერკორპუსიანი Mustang-ის ფენომენი „ჰოთ-როდების“ სამყაროში გვიან გამოჩნდა. ამ ყველაფრის შთაგონების წყარო კი IMSA გახლავთ. განიერი Mustang-ის ტრენდი დაბერილ ფრთებს, ბამპერებს, სპოილერებს და სხვა აეროდინამიკურ დანამატებს გულისხმობს.
IMSA-ს ადრეული გავლენა
1970-იანების ბოლოს დეტროიტში ცხენისძალების ომი დასასრულს უახლოვდებოდა და განიერი კორპუსის სტილის გავლენა იგრძნობოდა. „ჰოთ როდერები“ ახალი ტრენდის ძებნაში იყვნენ და მიაგნეს კიდეც: IMSA-მ რამდენიმე ახალი წესი გამოაქვეყნა, რაც საწარმოო ავტომობილების ფორმის გაუმჯობესებას ეხებოდა. მცირე კომპანიებმა კორპუსის განიერი დეტალების შექმნა იმავე ღამეს Corvette-ებისთვის, Camaro-ებისთვისა და Mustang-ებისთვის დაიწყეს. ეს ყველა ის მოდე გახლდათ, რომლებიც IMSA-ზე და Trans Am-ის წრეზე პოპულარული იყო.
განიერკორპუსიანი Mustang-ის აწყობა
Mustang S550-ის გულშემატკივრები იაპონური Liberty-Walk-ის მიერ შექმნილ განიერი კორპუსის დეტალებს ალბათ პატივს სცემენ. ეს JDM-ის კულტურით შთაგონებული დანამატები უამრავ შრომას, გათვლას და ფაბრიკაციას მოითხოვს. საინტერესოა მისი ფასიც. Liberty Walk-ის განიერი კორპუსის კომპლექტი 6800$ ღირს. ამ ფასად კი თქვენ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინდივიდუალური ხასიათის მქონე ავტომობილი გეყოლებათ. მაგალითისთვის, Dodge-ი განიერ კორპუსს ქარხნულად ითავაზება, რაც საკმაოდ ძვირი ღირს. ეს იაპონური ატელიე კი უფრო მეტ ექსკლუზიურობას ნაკლებ ფასად გთავაზობთ.
4 ყველაზე პოპულარული განიერკორპუსიანი Mustang-ი
„The Smoking Tire” Mustang LX Notchback-ი
მეტ ფარა „The Smoking Tire-ის“ წამყვანია. YouTube-ის პლატფორმაზე არსებული „პოდკასტის“ მასპინძელი საბურავების მწველი და სწრაფი მანქანების თავგადაკლული გულშემატკივარია. ფარას თავისი კალიფორნიის საავტობანო პატრულის, 1988 წლის Mustang LX-ისთვის, მანევრულობის გაუმჯობესება სურდა. მოდელმა მოდიფიცირება IRS-ის დაკიდების სისტემითა და 2004 წლის Mustang Cobra-ს სამუხრუჭე დისკებით დაიწყო. სხვადასხვა მოდიფიკაციებმა კორპუსის ფორმის ცვლილების საჭიროება გააჩინა და განიერი კორპუსის იდეაც დაიბადა. გაუმჯობესებული დაკიდების სისტემა, განახლებული დისკები და სახეცვლილი დიზაინი Mustang-ს იმდენად უხდება, რომ ის ქუჩაში გავლისას ყველას ყურადღებას იპყრობს.
მიუხედავად ამისა, შესრულების ხარისხში ამერიკული სიხისტე მაინც იგრძნობა. სტეროიდებზე დასმული "მუსტანგის" ახალი ფორმები კორპუსზე შეუმჩნევლად და გლუვად არ გადადის. ბევრს კი ეს შეიძლება საერთოდ არ მოეწონოს.
1978 წლის Mustang II
Ford-ის უდიდესი გულშემატკივარი ბრეტ ბერენსი 1974-1978 წლის Mustang II-ში პოტენციალს მუდმივად ხედავდა. ბერენისთვის საბედნიეროდ, პირველად ის ავტომობილების დიზაინერ ბენ ჰერმანსს დაუკავშირდა და Mustang II-ის კოცეპტუალური განიერი კორპუსის დახაზვა სთხოვა. ბერენის წარმოდგენებს 2005 წლის V10 Triton-ით გამოშვებული Ford F150, C4 Corvette-ის კუდი და წონის იდეალური - 50/50ზე - გადანაწილება ავსებდა.
დონორ ავტომობილად მან 1978 წლის Ford Mustang-ი აიღო. მოგვიანებით, გორდონ არამმა და მისმა გუნდმა ავტომობილისთვის ფორმების მიცემა ხელით დაიწყეს. მუშაობის პროცესში თვლებს შორის მანძილი 25 სანტიმეტით გაიზარდა. 2005 წლის მუსტანგიდან ბორბლების თაღები იქნა აღებული და თუ ფრთებს დააკვირდებით მიხვდებით კიდეც. ამის შემდეგ ეს ყველაფერი იდეალურ ლურჯ ფერში შეიღება. შედეგს კი თავად ხედავთ! ეს "მუსტანგი" ამერიკის გზებზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ყველა ავტომოყვარულს სახტად დატოვებს.
1967 წლის Mustang Fastback-ი
როდესაც რიკ ფლორესი სტივ ინოქს Muscle Rod Shop-ში, სან ანტონიოში, მამის მიერ დატოვებული 1967 წლის „მუსტანგის“ რესტავრაციისთვის დაუკავშირდა, ისინი ყველაფერს განიხილავდნენ გარდა განიერი კორპუსისა. „ფასთბექი“ მათ ოჯახში შექმნის დღიდან იყო. ფლორესმა მართვა ამ ავტომობილზე ისწავლა და მისთვის ამ მოგონებებს უდუდიდესი ფასი ჰქონდა.
რესტავრაციის სამუშაოების უმრავლესობა ჩატარებული იყო, როდესაც ინოქსმა მფლობელს განიერკორპუსიანი პროექტის წამოწყება შესთავაზა. რიკმა კი იდეას მწვანე შუქი აუნთო. მფლობელს ავტომობილის დროულად დასრულება და მამისთვის წარდგენა სურდა. ამ მომენტისთვის რიკის მამა მძიმედ ავად იყო და „მუსტანგი“ იქამდე უნდა დასრულებულიყო, სანამ გვიანი არ იქნებოდა. როგორი სტრესია, არა? მაგრამ Muscle Rod Shop-მა სამუშაოები დროულად დაამთავრა.
მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი ფორმები სურათებით კარგად არ აღიქმება, ავტომობილმა სიგანეში 15 სანტიმეტრით მოიმატა და ახალი ვიზუალი საოცრად მოუხდა. საბოლოო შედეგით კი ყველა კმაყოფილი დარჩა.
GT350 Shelby Mustang-ი
როდესაც 27 წლიანი ოფიცრობის კარიერა გაქვს, სიამოვნების მისაღებად საინტერესო გზების გამონახვას იწყებ. ტომი ლაივოკისთვის ეს საინტერესო გზა მოდიფიცირებული ავტომობილის კიდევ უფრო მოდიფიცირება აღმოჩნდა. ტომის სწრაფი ავტომობილების მიმართ კარიერაზე დიდხნიანი სიყვარული გააჩნია. ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ კი მისი ყურადღება Shelby-მ მიიყრო.
ფანტასტიკური ქარხნული სპორტულობის მიუხედავად, ამ GT350-მა ქარხნული ავტომობილის იერსახის შენარჩუნების შანსი ბოლომდე დაკარგა. ტომიმ, თავისი ყველა მანქანის მსგავსად, მისი მოდიფიცირებაც გადაწყვიტა. ის ერნი სიგალას შეხვდა და GT350-სთვის 28 ნაწილისგან შემდგარი კარბონის კომპლექტის შემუშავებაზე ისაუბრეს. ავტომობილის კი SEMA-ს შოუზე უნდა წარედგინათ. PPG Avalanche Gray-ში შეღებილი მოდელის კორპუსის დანამატები არც თუ ისე გარჩევადია, თუმცა განიერი კორპუსი, გამოჭრილი საჰაეროები და უზარმაზარი ფრთა მაშინვე ხვდება თვალს.