Aa
Aa

რომ არა Cayenne, Porsche დღეს ალბათ არ იარსებებდა

ყველა სუპერგმირი სუპერქარი არ არის

ძნელი წარმოსადგენია, რომ Porsche Cayenne უკვე ორი ათწლეულია ჩვენს თვალწინაა. წლების განმავლობაში ავტომწარმოებლის პირველი სუვის პოპულარობა გაიზარდა და ნელ-ნელა Porsche-ს ბესტსელერი გახდა. მის ყიდვას და შენახვას თითქმის იმდენივე თანხა სჭირდება, რამდენიც 911-ს. შეიძლება ითქვას, რომ Cayenne-მა Porsche გადაარჩინა. უფრო ზუსტად, Cayenne-ის გამოშვებით, Porsche-მ საკუთარი თავი გადაირჩინა.

ფერი პორშემ ერთხელ თქვა, რომ თუ კომპანია ყველგანმავალს ააწყობდა, რომელიც კომპანიის ხარისხა და დინამიკას შეეფერებოდა, მაშინ ის აუცილებლად გაიყიდებოდა.

რა თქმა უნდა, ფერი პორშე ამ იდეის განხორციელებას ვერ მოესწრო, მაგრამ ამ ავტომობილის ბესთსელერობა იმ ტექნოლოგიის დამსახურებაა, რომელსაც Porsche წლების განმავლობაში ავითარებდა.

1990-ინების დასაწყისი Porsche ფინანსურად საუკეთესო მდგომარეობაში არ ყოფილა. მაგალითისთვის, 1991 წელს კომანიამ მხოლოდ 23 000 ავტომობილი გაყიდა. ეს ნახევარიც კი არ იყო იმის, რაც კომპანიამ 1986 წელს შეძლო. 1992 წელს Porsche-მ 240 მილიონი მარკა დაკარგა. 1993 წელს კლიენტებისთვის მხოლოდ 14 000 ავტომობილის მიწოდება შეძლეს. Porsche-ს სასწრაფო ზომების მიღება მოუწია.

ჯერ Boxster სპორტული ავტომობილი გამოუშვეს. 1996 წელს 32 000 ეგზემპლარად გაყიდეს. თუმცა, კრიზისიდან გამოსასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ სუვის აწყობა გადაწყვიტეს. Cayenne-ს კოდური სახელი „კოლორადო“ იყო. პროექტზე Porsche Volkswagen-თან თანამშრომლობდა. იმ მომენტიდან Cayenne-მ უდიდეს წარმატებას მიაღწია.

„1990-იანი წლების ბოლოს სუვის აწყობა ხმამაღალი განცხადება იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ Porsche-ს ყოველგვარი მოლოდინისთვის უნდა გადაეჭარბებინა. მაშინ მე Porsche-ს დატოვებას ვგეგმავდი. ამის შემდეგ კი არსად წასვლა აღარ მსურდა“, - იხსენებდა იმ დროისთვის კომპანიის სუვების განყოფილების ვიცეპრეზიდენტი ჰან-იურგენ ვოლერი.

2008 წელს Cayenne 105 000 ეგზემპლარად გაიყიდა. მან 911-ის გაყიდვებს 50 000-ით გადააჭარბა. ის დღემდე კომპანიის გაყიდვების ჩემპიონია. მას უკან მისი მონათესავე კროსოვერი Macan-ი მოჰყვება.  პირველი მოდელის გამოსვლიდან თითქმის 20 წლის შემდეგ Porsche მემილიონე Cayenne გამოუშვა. შედარებისთვის, მილიონი 911-ის გამოშვებას 54 წელიწადი დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები